Used in gynecology, andrology, and dermatology; promotes skin cell nourishment and rapid regeneration.
სოლგარი\nE ვიტამინი \nE ვიტამინი უნივერსალური ბუნებრივი ანტიოქსიდანტი\nE ვიტამინი ანტიოქსიდანტია, რომელიც მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვასა და მეტაბოლიზმში. ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებების ხარჯზე იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან და აუმჯობესებს ქსოვილოვან სუნთქვას. E ვიტამინი ამცირებს კაპილარების განვლადობას და მათი კედლების სიმყიფეს. ასტიმულირებს ცილების, ჰემოგლობინის, მიოგლობინის, კოენზიმ Q10-ის სინთეზს. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აინჰიბირებს ქოლესტერინის სინთეზს. E ვიტამინი ნაწილობრივ აკოპენსირებს ესტროგენულ დეფიციტს, აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას. ხელს უშლის კანის დაბერების პროცესს. აფერხებს თრომბების და ქოლესტერინული ფოლაქების წარმოქმნას და უზრუნველყოფს მათ გაწოვას.\n\nრატომ სოლგარის E ვიტამინი ?\nსოლგარის მიერ სპეციალურად შექმნილი სრულყოფილი E ვიტამინის ფორმულა ( d-ალფა ტოკოფეროლი, d-ბეტა, d-დელტა და d-გამა ტოკოფეროლები) ბუნებრივი უნივერსალური ანტიოქსიდანტია\nსოლგარის E ვიტამინის ზეთოვანი კაფსულები უზრუნველყოფს მის ოპტიმალურ შეწოვას და ათვისებას ორგანიზმის მიერ\nმხოლოდ 1 კაფსულა დღეში\nE ვიტამინის გამოყენება გინეკოლოგიაში:\nმონაწილეობს ქალის სასქესო უჯრედების სინთეზში\nუზრუნველყოფს ორსულობის ჩასახვასა და მის ნორმალურ მიმდინარეობას\nგანაპირობებს საკვერცხეების და პლაცენტის ნორმალურ ფუნქციონირებას\nახდენს მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებას\nგამოიყენება ჰისტერექტომიისა და ოვარექტომიის შემდგომ მკურნალობაში, საშვილოსნოს ყელის დისპლაზიისას, კლიმაქსის სიმპტომურ მკურნალობაში, ენდომეტრიოზის, დისმენორეის დროს და სარძევე ჯირკვლების ფუნქციური მდგომარეობის აღსადგენად (ფიბროზულ–კისტოზური მასტოპათია)\nE ვიტამინის გამოყენება ანდროლოგიაში:\nიცავს ტესტოსტერონის მოლეკულებს დაზიანებისაგან, აუმჯობესებს მამაკაცის ჰორმონალურ ფონს\nააქტიურებს სისხლის მიმოქცევის პროცესს, რაც უზრუნველყოფს სქესობრივი ფუნქციის გაუმჯობესებას\nდადებით გავლენას ახდენს მამაკაცის ფერტილობასა და სპერმატოგენეზზე.\nE ვიტამინის გამოყენება დერმატოლოგიაში:\nწითელი მგლურა\nბეჭდისებრი გრანულომა\nსკლეროდერმია და სკლეროდაქტილია\nქრონიკული ატროფიული აკროდერმატიტი\nატროფიული და სკლეროტული წითელი ბრტყელი ლიქენი\nელასტიური ფსევდოქსანტომა\nდერმატოსკლეროზი\nდერმატომიოზიტი\nკანის წყლულოვანი დაავადებები\nკანის ატროფიული პროცესები\nE ვიტამინი კანის სილამაზის და ახალგაზრდობის შეუცვლელი კომპონენტი\nახდენს კანის უჯრედების კვებას და სწრაფ რეგენერაციას, რითაც განპირობებულია გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი\nიცავს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან\nკვებავს და ატენიანებს მშრალი ტიპის კანს\nშემადგენლობა: E ვიტამინი 400 სე 1333% ( დ-ალფა ტოკოფეროლი,\nd-ბეტა, d-დელტა და d-გამა ტოკოფეროლები)\nარ შეიცავს: წებოვანას, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, გემოს ხელოვნურ დამატკბობელს.\nდოზირება: გამოიყენება 1 კაფსულა დღეში, სასურველია საკვებთან ერთად.