რიფაქსიმინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ინფექციის მკურნალობა, მათ შორის:
კუჭ-ნაწლავის მწვავე ინფექცია; მოგზაურთა დიარეა; ნაწლავში მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდის სიმპტომი; ღვიძლის ენცეფალოპათია; სიმპტომატურად გაურთულებელი კოლინჯის დივერტიკულოზი; ნაწლავის ქრონიკული ანთება. კოლორექტალური ქირურგიული ჩარევის დროს ინფექციური გართულების პროფილაქტიკისათვის. დოზირების რეჟიმი:
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 200მგ (1 ტაბლეტი ან 10მლ სუსპენზია) ყოველ 8 საათში ან 400მგ (2 ტაბლეტი ან 20მლ სუსპენზია) ყოველ 8-12 სთ-ში. აუცილებლობისას დოზა და მიღების სიხშირე შეიძლება შეიცვალოს ექიმის კონტროლით.
მკურნალობის ხანგრძლიობა არ უნდა აჭარბებდეს 7 დღეს და განისაზღვრება ავადამყოფის კლინიკური მდგომარეობით. განმეორებითი კურსი უნდა ჩატარდეს არა უადრეს 20-40 დღის.
სუსპენზიის მომზადების წესი:
საჭიროა გაიხსნას ფლაკონი, დაემატოს წყალი ნიშნულამდე და კარგად შეინჯღრეს. შემდეგ განმეორებით დაემატოს წყალი მანამ, სანამ სუსპენზიის დონე არ მიაღწევს მითითებულ ნიშნულს 60მლ-ს. ყოველი მიღების წინ სუსპენზია უნდა შეინჯღრეს.
დოზირებისთვის სუსპენზიას ახლავს ნიშნულიანი ჭიქა. უკუჩვენებები:
რიფაქსიმინის ან სხვა რიფამიცინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას სიფრთხილისა და ექიმის დაკვირვების ქვეშ.
ლაქტაციის დროსაც პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობით.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, 30 C ტემპერატურაზე.
ვადა: 3 წელი.
მომზადებული სუსპენზია ინახება 7 დღე ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 30C ტემპერატურაზე.