მოქმედება: ელექტროლიტები BENE BABY სწრაფად აღადგენს დეჰიდრატაციის დროს დაკარგული ელექტროლიტების რაოდენობას. მოსახერხებელია მისაღებად და აქვს სასიამოვნო გემო. ეფექტურად ავსებს სითხეებს, მინერალებს და გლუკოზას დეჰიდრატაციის მდგომარეობებში. განსაკუთრებით, როდესაც ეს არის გამოწვეული: ვირუსული დიარეით (მაგ. როტავირუსის ინფექცია) ან ბაქტერიული დიარეით,ასევე როდესაც აღინიშნება ღებინება.
დოზირება და მიღების წესი: პროდუქტი განკუთვნილია 6 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის. პროდუქტის დოზა დამოკიდებულია ორგანიზმის გაუწყლოების ხარისხზე და ექიმის რეკომენდაციებზე. ხსნარი უნდა იქნას მიღებული ცივი, მცირე რაოდენობით და მოკლე დროში. შიგთავსი გახსენით პაკეტი 200 მლ გაცივებულ ადუღებულ წყალში. მცირეწლოვანი ბავშვებისთვის სითხის მიცემა შესაძლებელია ბოთლიდან. არ დაატკბოთ ნარევი.
განსაკუთრებული მითითება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ წარმოადგენს ბალანსირებული კვების და მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელს. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოსაყენებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას დახურული შეფუთვით. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.