Bifidumbacterinum tab 5doz #20

Bifidumbacterinum tab 5doz #20

Georgia

ბიოფარმი-ლ
About Product
შემადგენლობა
პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს Bifidumbaqterium bifidum და Bifidumbaqterium longum შტამპების 107ცოცხალ მიკრობებს, რომელიც ადამიანის მთავარი სიმბიონტია და დომინირებს ბავშვების და მოზრდილების ნაწლავური ფლორის შემადგენლობაში

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბიფიდუმბაქტერიების ანტაგონისტური აქტივობა ხელს უშლის ორგანიზმში სხვადასხვა პათოგენური და პირობით პათოგენური მიკრობების გავრცელებას, ასუფთავებს ორგანიზმს, არეგულირებს ნაწლავურ მიკროფლორას ანთებით კერებზე ზემოქმედებით ზრდის ორგანიზმის არასპეციფიურ რეზისტენტობას. იგი ასევე აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და მონაწილეობს B ჯგუფის ვიტამინების სინთეზში.
ბიფიდუმბაქტერინი გამოიყენება სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით.

ჩვენებები
ბიოლოგიური პრეპარატი უკუჩვენების გარეშე
პრეპარატი გამოიყენება:
- დისბაქტერიოზის სამკურნალოდ, რომელიც ვითარდება ორგანიზმში ანტიბიოტიკებით განპირობებული მიკროფლორის დეფიციტით, ჰორმონული, ქიმიური, სხივური და სხვა თერაპიული მკურნალობის დროს.
- კოლიტების და ენტეროკოლიტების დროს.
- ბავშბვებში, მოზრდილებში და ორსულებში უცნობი ეთიოლოგიის ნაწლავური დისფუნქციის დროს
-ახალშობილთა მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესების, სეფსისების კომპლექსური მკურნალობისას
- ახალშობილთა ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის პერიოდში

მიღების წესები და დოზები
პრეპარატის მიღება ხდება პერიოდულად ჭამამდე 30-20 წუთით ადრე.
ბავშვებში: ნახევარი დაფხვნილი ტაბლეტი იხსნება ერთ ჩაის კოვზ ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალში - დღეში სამჯერ.
მოზრდილებში - 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ.
მკურნალობის კურსი 3-4 კვირა.

უკუჩვენება
პრეპარატს უკუჩვენება არ გააჩნია

შენახვის პირობები და ვადები
მშრალი, გრილი, სინათლისაგან დაცული ადგილი. ვადა 3 წელი
Show More
More Info
Brand
ბიოფარმი-ლ
Country
Georgia
Generic
bifidobacterinum bifidum
Dose
5დოზა
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page