Carditon oral solution 100mg/1ml 10ml in vial #10
Carditon oral solution 100mg/1ml 10ml in vial #10

Carditon oral solution 100mg/1ml 10ml in vial #10

Georgia

ჯი-ემ-პი
About Product
შემადგენლობა
კარდიტონის ორალურად მისაღები ხსნარის თითო ფლაკონი (10მლ) შეიცავს აქტიური
ნივთიერების - ლევოკარნიტინის 1 გ-ს.

ჩვენება: - სხეულის მასის დეფიციტი და ზრდაში შეფერხება ბავშვთა ასაკში და მოზარდებში 16 წლამდე;
- კარდიომიოპათია, მიოკარდიტი, გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, პოსტინფარქტული მდგომარეობა);
- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა; ნევრასთენია; ტრავმული ენცეფალოპათია; მიოპათია;
- ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში;
- ანორექსია, ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი, ქრონიკული პანკრეატიტი, ღვიძლის დაავადებები;
- კარნიტინის პირველადი(გენეტიკური) და მეორადი დეფიციტი, ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები თირკმლის უკმარისობით;
- თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა, სიმსუქნე;
- ფსორიაზი, სებორეა, სკლეროდერმიის კანის ფორმები;
- მამაკაცთა უშვილობა (ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია);
- სისტემური დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი).
უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები
ლევოკარნიტინი სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, რადგან გლუკოზის შეწოვის გაუმჯობესების გამო, შესაძლებელია ჰიპოგლიკემიის განვითარება მოხდეს. ამიტომ პრეპარატის მიღების დროს საჭიროა სისხლში გლუკოზის მუდმივი კონტროლი და საჭიროებისას ჰიპოგლიკემიური პრეპარატების და ინსულინის დოზის კორექცია.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ლევოკარნიტინი არ ახდენს უარყოფით გავლენას ავტომობილის მართვასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
პრეპარატი გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

დოზირება და მიღების წესი:
ბავშვები 2 წლამდე - 150 მგ/კგ სხეულის წონაზე;
2-6 წელი - 100 მგ/კგ სხეულის წონაზე;
6-12 წელი - 75 მგ/კგ სხეულის წონაზე;
12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზრდილები - დღიური დოზა 2-4 გ.
ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში ინიშნება ორალური ხსნარი 2-4 გ/დღეში, ჰემოდიალიზის პროცედურის შემდეგ.
სტენოკარდიისა და პოსტინფარქტული მდგომარეობის დროს ინიშნება კარდიტონის ორალური ხსნარი - 2-6 გ/დღეში.
მიოკარდის მწვავე ინფარქტის დროს ლევოკარნიტინის საინექციო ფორმის გამოყენების შემდეგ ინიშნება კარდიტონის ორალური ხსნარი - 2-6 გ/დღეში.
კარდიტონის ორალური ხსნარის მიღებამდე, დასაშვებია ფლაკონის შიგთავსის დანიშნული ერთჯერადი დოზის გახსნა წყალში ან ხილის წვენში.

ვარგისობა და შენახვის პირობები: ინახება 25 C ტემპერატურამდე, სინათლისაგან დაცულ ადგილზე. ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე).
Show More
More Info
Brand
ჯი-ემ-პი
Country
Georgia
Generic
L-carnitine
Dose
100მგ/1მლ
Form
ხსნარი ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
10
Volume
10მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page