შემადგენლობა: გვირილის ყვავილის ექსტრაქტი 5%, ვალერიანის ფესვების ექსტრაქტი 5%, პროპოლისის ექსტრაქტი 5%, დამხმარე ნივთიერებები 100%. არ შეიცავს შაქარს
ჩვენებები: კბილების ზრდასთან დაკავშირებული ღრძილების ტკივილი და დისკომფორტი.
დოზირება და მიღების წესი: კარგად უნდა მოხდეს ხელების დაბანა. მცირე რაოდენობით გელი მოთავსდეს თითზე და მსუბუქი მასაჟით დატანილ იქნას ღრძილებზე 2-3 წუთის განმავლობაში. რეკომენდებულია დღეში 5 აპლიკაცია.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები: ტესტირებულია პედიატრთა ასოციაციის მიერ და წარმოებულია ფარმაცევტული ზედამხედველობის ქვეშ. გამოყენების შემდეგ მჭიდროდ უნდა დაეფაროს ტუბს თავსახური. იმ შემთხვევაში, თუ კბილების ამოჭრასთან დაკავშირებული სიმპტომები გაგრძელდა, როგორიცაა ტემპერატურა, ტკივილი, წითელი ლოყები, გამონაყარი, უნდა მიემართოს ექიმს. ნუ გამოიყენებთ რომელიმე კომპონენტზე ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
გარეგნული სახე და შეფუთვა: შეფუთვაშია #1 ტუბი 25 მლ გელით.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.