Elcozol tab 20mg #28

Elcozol tab 20mg #28

Russia

კანონფარმა პროდაქშენი
About Product
შემადგენლობა: აპკიანი გარსით დაფარული ნაწლავში ხსნადი 1 ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: ნატრიუმის პანტოპრაზოლი სესკვიჰიდრატი 22,57 მგ, რაც არის 20 მგ პანტოპრაზოლის ექვივალენტური;
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კუჭის ჯირკვლების სეკრეციის დამაქვეითებელი საშუალება - პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი.

ჩვენებები: კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, ეროზიული გასტრიტი; მსუბუქი ფორმით გამოხატული გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომების მკურნალობა; ზოლინგერ-ელისონის სინდრომი; Helicobacter pylori ერადიკაცია ანტიბაქტერიულ საშუალებებთან კომბინაციაში.
დოზირება და მიღების წესი: პრეპარატი მოწოდებულია შიგნით მისაღებად. უნდა მოხდეს ტაბლეტის გადაყლაპვა მთლიანად, დაუღეჭავად ან მისი გატეხვის გარეშე საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით, საუზმის წინ და ვახშმამდე.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; ნევროზული წარმოშობის დისპეფსია; 18 წლამდე ასაკი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ავთვისებიანი დაავადებები; ერთდროული გამოყენება ატაზანავირთან; Helicobacter pylori ერადიკაცია თირკმლის მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში; ძუძუთი კვების პერიოდი. სიფრთხილით ინიშნება შემდეგი მდგომარეობების დროს: ღვიძლის უკმარისობა; ორსულობა; ხანდაზმული ასაკი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გართულებების განვითარების რისკის მქონე პაციენტებში და პაციენტებსი, რომლებიც ღებულობენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების რეციდივის პრევენციისთვის დოზით 20 მგ.

განსაკუთრებული მითითებები: საჭიროა ღვიძლის ფერმენტების აქტივობის რეგულარული კონტროლი სისხლში პაციენტებისთვის ღვიძლის მძიმე უკმარისობით, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას. სისხლის პლაზმაში ტრანსამინაზების აქტივობის მომატებისას პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს. პრეპარატ ელკოზოლის სიფრთხილით მიღება საჭიროა ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთაც ანაზმნეზში გააჩნიათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, აგრეთვე სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილებიდან. მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ საჭიროა პაციენტის მონიტორინგი კუჭისა და საყლაპავის ავთვისებიანი დაავადებების არსებობის გამოსარიცხად. კუჭის წვენის მჟავიანობის დაქვეითება ზრდის კუჭში ბაქტერიების რაოდენობას, რაც იწვევს კუჭ-ნაწლავის ინფექციურ დაავადებებს. პანტოპრაზოლი აქვეითებს ვიტამინი B12 შეწოვას. ეს გასათვალისწინებელია ხანგრძლივი მკურნალობისას სხეულის დაბალი მასის ან ვიტამინი B12 შეწოვის დაქვეითების გაზრდილი რისკის მქონე პაციენტებში. პრეპარატ ელკოზოლის ხანგრძლივი მიღებისას, პაციენტებს ესაჭიროებათ ექიმის რეგულარული დაკვირვება.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატი ელკოზოლის ორსულობის დროს გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის სარგებელი აღემატება ნაყოფის შესაძლო პოტენციურ რისკს, რასაც წყვეტს მკურნალი ექიმი. პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.


აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
კანონფარმა პროდაქშენი
Country
Russia
Generic
pantoprazole
Dose
20მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page