Enterofuryl susp 200mg/5ml 90ml #1

Enterofuryl susp 200mg/5ml 90ml #1

Bosnia and Herzegovina

ბოსნალიჯეკი
About Product
შემადგენლობა: ენტეროფურილი 200მგ-5მლ შიგნით მისაღები სუსპენზია შეიცავს: 200,00მგ ენტეროფურილს; დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ეთანოლი 96%, კარბომერი, ბანანის წყალი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, უწყლო ლიმონმჟავა, გასუფთავებული წყალი.

ჩვენება: პრეპარატი არის ნაწლავების ანტიინფექციური აგენტი. ენტეროფურილი 200მგ-5მლ შიგნით მისაღები სუსპენზია გამოიყენება როგორც რეჰიდრატაციის დანამტი 2 წლიდან ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში ინფექციური მწვავე დიარეის სამკურნალოდ. მკურნალობა არ გამორიცხავს დიეტურ ღონისძიებებს და საჭიროების შემთხვევაში რეჰიდრატაციას.

უკუჩვენება: პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს თუ ღებულობს სხვა მედიკამენტს, აქვს რაიმე სახის ქრონიკული დაავადება, მეტაბოლური დარღვევა, თუ აქვს მომატებული მგრძნობელობა პრეპარატების მიმართ ან ალერგია რომელიმე მათგანზე. ალერგია ნიტროფურანის წარმოებულების ან პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ; არ გამოიყენება ჩვილებში, ახალშობილებში (0-1 თვე) 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ენტეროფურილი 200მგ-5მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად: დიარეის დროს საჭიროა ინსტრუქციების დაცვა საკვების გამოყენებასთან დაკავშირებით.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. უმჯობესია არ მოხდეს პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს. ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღება შესაძლებელია ხანმოკლე დროით მკურნალობის შემთხვევაში.

ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ეს პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვასა და მექანიზმების გამოყენებაზე.

ენტეროფურილი 200 მგ-5მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მიღების წესი: პრეპარატი მიიღება თანდართული ინსტრუქციის თანახმად. თუ პაციენტი ფიქრობს, რომ პრეპარატის მოქმედება არის ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერი, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციები: ენტეროფურილი 200მგ-5მლ შიგნით მისაღები სუსპენზია განკუთვნილია შიგნით მისაღებად. პრეპარატის გამოყენებამდე, ენტეროფურილის ბოთლი კარგად უნდა შეინჯღრეს. დოზირებისთვის გამოიყენება 5მლ-იანი მზომი კოვზი (მოწოდებულია კოლოფში), რომელიც დაყოფილია 2.5მლ-იან დოზებად.

დოზირება: პრეპარატი გამოიყენება ბავშვებში 2 წლიდან და მოზრდილებში.
ბავშვები 2 წლიდან: 5მლ სამჯერ დღეში.
მოზრდილები: 5მლ ოთხჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა: მკურნალობის ხარნგრძლივობა შეზღუდულია 7 დღემდე.

შენახვის წესი: ენტეროფურილი 200მგ-5მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე. დაუშვებელია გაყინვა. გამოყენებულ უნდა იქნას ბოთლის პირველად გახსნიდან 14 დღის განმავლობაში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
ბოსნალიჯეკი
Country
Bosnia and Herzegovina
Generic
nifuroxazide
Dose
200მგ/5მლ
Form
სუსპენზია ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
90მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page