Laxmav caps #30

Laxmav caps #30

United States of America

ამვილაბი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Cascara,Senna,Lactobacillus,Plantago
ლაქსამვი – ორგანიზმის უნიკალური გამწმენდი ფორმულა, რომელიც შეიცავს არამარტო ეფექტურ ნატურალურ საფაღარათო საშუალებებს , არამედ პრობიოტიკ Lactobacillus acidophilus , რომელიც აღადგენს ნაწლავის მიკროფლორის ნორმალურ ბალანსს.
ლაქსამვი – ახდენს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას, წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისა და შლაკებისაგან
ლაქსამვი – აღადგენს ნაწლავების რეგულარულ მოქმედებას ტკვილის, სპაზმის და შებერილოის გარეშე, უზრუნველყოფს რბილ და რეგულარულ დეფეკაციას.
ლაქსამვი – ახდენს ჭარბი წონის კორექციას.
შემადგენლობა: კასკარა საგრადა (10% ექსტრაქტი) – 300 მგ, სინამაქის ფოთოლი (20% ექსტრაქტი) –285 მგ, მრავალძარღვა ანუ ფსილიუმის ბოჭკოები (Psyllium Husk Powder ) – 300 მგ, სელის თესლის ფხვნილი – 100 მგ, ალოე ვერა (200:1 კონცენტრატი) – 80მგ, Lactobacillus Acidophilus – 50 მგ, ძირტკბილა (10% ექსტრაქტი) – 50მგ, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები(MCT Oil)– 14 მგ
მოქმედების მექანიზმი: კასკარა საგრადა (ამერიკული ხეჭრელა) აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, უზრუნველყოფს რბილ და რეგულარულ დეფეკაციას. გააჩნია ჰეპატოპროტექტორული და ნაღვლმდენი აქტივობა. ხელს უწყობს საკვები ნივთიერებებისა და მინერალების ბალანსის აღდგენას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ხეჭრელის საპონინებსა და მთრიმლავ ნივთიერებებს გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული აქტივობა. მოქმედებენ ნაწლავის ლორწოვან გარსზე, ისინი წარმოქმნიან დამცავ აპკს, ამსუბუქებენ ტკივილის შეგრძნებას და ხელს უშლიან ანთების კერების განვითარებას. თრგუნავენ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების აქტივობას და თავიდან გვაცილებენ ნაწლავში დუღილისა და ლპობის პროცესების წარმოქმნას.
სინამაქის ფოთლების ექსტრაქტი ავლენს საფაღარათო მოქმედებას, იწვევს ნაწლავების ლორწოვანი გარსის რეცეპტორების გაღიზიანებას, რეფლექტორულად აძლიერებს პერისტალტიკას (განსაკუთრებით-მსხვილი ნაწლავის), რაც განაპირობებს ნაწლავების უფრო სწრაფ დაცლას და მისი ნორმალური მუშაობის რითმის აღდგენას.
ლაქსამვი შეიცავს მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებს!

ჩვენებები:
• ყაბზობა , ატონიური ყაბზობა
• სპასტიური კოლიტი, მეტეორიზმი
• ქირურგიული ოპერაციისათის, ინსტრუმენტული და რენტგენოლოგიური გამოკვლევებისათვის მომზადება.
მიღება და დოზირება: მიიღეთ 1 ან 2 კაფსულა ძილის წინ 200 მლ წყალთან ერთად 15 დღის განმავლობაში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია 6-8 კვირის შემდეგ. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. უკუჩვენება: მუცლის ტკივილი, დიარეა, რექტალური სისხლდენა. არ გამოიყენება სხვა საფაღარათო საშუალებებთან ერთად, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში აფთიაქიდან გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
ამვილაბი
Country
United States of America
Generic
Lactobacilus+cascara sagrada+senna+plantago
Form
კაფსულა
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page