ჩვენება: - ყაბზობა, ნაწლავების ატონია და ქრონიკული ყაბზობა; - სპასტიური კოლიტი, ნაწლავური კოლიკა; - მეტეორიზმი; - ნაწლავების მსუბუქი გათავისუფლება – სწორი ნაწლავის ნახეთქების, ბუასილის, სწორ ნაწლავზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომ პერიოდში; - ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი, ნარვლის ბუშტის დისკინეზია; - კუჭნაწლავის გაწმენდა დიაგნოსტიკური მანიპულაციებისას. რენტგენოსკოპიის წინ, ასევე მუცლის ღრუს ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ.
უკუჩვენება: პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ნაწლავის გაუვალობა და სტენოზი, ანთებითი დაავადებები (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), აპენდიციტი. უცნობი ეტიოლოგიის ტკივილი მუცლის არეში.
გვერდითი მოვლენები: საფაღარათო ეფექტის მიღების მიზნით ხანგრძლივი (2 კვირაზე მეტი) და დიდი დოზებით გამოყენებისას, შესაძლოა გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკის დათრგუნვა ლორწოვანი გარსის გაღიზიანების გამო; ელექტროლიტური დისბალანსი.
გამოყენების წესი და დოზირება: ლიქუნორმი მიიღება პერორალურად მოზრდილებში: 1 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში ჭამის წინ.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (II-III ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდში და ბავშვებში 8 წლიდან ექიმის რეკომენდაციით. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად: ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გაღარიბება კალიუმით და საგულე გლიკოზიდების, ანტიარითმიული პრეპარატების მოქმედების გაძლიერება.
თიაზიდურ დიურეტიკებთან, ძირტკბილას პრეპარატებთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინირებული მიღებისას, იზრდება კალიუმის დეფიციტის განვითარების რისკი.