Metoclopramid amp 5mg/1ml 2ml #10

Metoclopramid amp 5mg/1ml 2ml #10

Belarus

ბორისოვო
About Product
საერთაშორისო დასახელება - METOCLOPRAMIDE

მოქმედი ნივთიერება: მეტოკლოპრამიდი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის მასტიმულირებელი საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი 0.5%: ამპულაში 2 მლ.
1 ამპ.
მეტოკლოპრამიდის ჰიდროქლორიდი .......... 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის პიროსულფატი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დოფამინის (D2) და სეროტონინის (5-HT3) რეცეპტორების სპეციფიკური ბლოკატორი, თრგუნავს ქემორეცეპტორებს ტვინის ღერძის ტრიგერულ ზონაში, ასუსტებენ მგრძნობელობას ვისცერალური ნერვებისა, რომლებიც გადასცემენ იმპულსებს პილორუსიდან და 12-გოჯა ნაწლავიდან ღებინების ცენტრს ჰიპოთალამუსისა და პარასიმპატიკური ნერვული სისტემის გავლით. ახდენს მარეგულირებელ და მაკოორდინებელ მოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტონუსსა და მამოძრავებელ აქტივობაზე (საყლაპავის ქვედა სპინქტერის ტონუსზე), ამაღლებს კუჭისა და ნაწლავის ტონუსს, აჩქარებს კუჭის დაცლას, ამცირებს ჰიპერაციდურ სტაზს, აფერხებს პილორულ და ეზოფაგალურ რეფლექსებს, ასტიმულირებს ნაწლავის პერისტალტიკას, ანორმალიზებს ნაღვლის გამოყოფას, ამცირებს ოდის სპინქტერის სპაზმს მისი ტონუსის შეუცვლელად.
ხელს უშლის ნაღვლის ბუშტის დისკინეზიას. არ გააჩნია ქოლინომაბლოკირებელი, ანტიჰისტამინური, ანტისეროტონინული და განგლიობლოკატორული მოქმედება. არ მოქმედებს ტვინის სისხლძარღვების ტონუსზე, არტერიული წნევაზე, სასუნთქ ფუნქციაზე, აგრეთვე ღვიძლზე და თირკმელებზე, სისხლის წარმოქმნაზე, კუჭის და კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეციაზე, ზრდის ქსოვილების მგრძნობელობას აცეტილქოლინისადმი, ასტიმულირებს პროლაქტინის, ალდოსტერონის სეკრეციას, აძლიერებს ნატრიუმის-ის იონების შეკავებას და კალიუმის იონების გამოყოფას.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ზემოქმედებას იწყებს ინტრავენური შეყვანიდან 1-3 წუთში და 10-15 წუთში კუნთში შეყვანიდან და აჩქარებს კუჭის შიგთავსის ევაკუაციას და აქვს გულისრევის საწინააღმდეგო ეფექტი.
განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში. პრეპარატის გამოყოფა ძირითადად ხდება თირკმელებით 24-72 საათის განმავლობაში (დოზით 85%). იოლად გადის პლაცენტარულ და ჰემატოენცეფალურ ბარიერებს, გამოიყოფა ასევე ქალის რძიდან.

ჩვენებები:

გულის რევა, ღებინება, სლოკინი სხვადახვა გენეზის (ზოგ შემთხვევაში ეფექტურია სხივური თერაპიის ან ციტოსტატიკების მიღების შემდგომი ღებინების დროს);
კუჭისა და ნაწლავის ატონია და ჰიპოტონია (ნაწილობრივ პოსტოპერაციული);
ნაღვლის გამომყოფი გზების დისკინეზია;
რეფლუქს-ეზოფაგიტი;
მეტეორიზმი;
კომპლექსურ თერაპიაში კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავებისას.
გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოკონტრასტული გამოკვლევისას პერისტალტიკის გასაძლიერებლად.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურად ან კუნთში:
მოზრდილებში 10-20 მგ 1-3-ჯერ დღე-ღამეში (მაქსიმალური დღე-ღამური დოზაა 60 მგ);
ბავშვებში 6 წელს ზევით - 2.5-5 მგ 1-3-ჯერ დღე-ღამეში;
ბავშვებში 2-დან 6 წლამდე დღეღამური დოზა შეადგენს 0.5-1 მგ/კგ-ზე, 1-3 ჯერ დღე-ღამეში.

სხივური თერაპიისა და ციტოსტატიკების მიღებით განპირობებული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისთვის პრეპარატი შეყავთ ინტრავენურად 2 მგ/კგ-ზე 30 წუთი სხივურ თერაპიამდე ან ციტოსტატიკების მიღებამდე. აუცილებლობის შემთხვევაში ხდება განმეორებითი შეყვანა 2-3 საათის შემდეგ.

რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს მოზრდილებში პრეპარატის შეყვანა ხდება ინტრავენურად 10-20 მგ გამოკვლევის დაწყებამდე 15-20 წუთით ადრე. თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში თავიდან ნიშნავენ ჩვეულებრივზე 2-ჯერ ნაკლები დოზით, შემდგომი დოზა კი დამოკიდებულია ავადმყოფის რეაქციაზე მეტოკლოპრამიდის მიმართ.

გვერდითი მოვლენები:

ნერვული სისტემის მხრივ: ექსტრაპირამიდული დარღვევები - სახის მუსკულატურის სპაზმი, ტრიზმი, ენის რიტმული პროტრუზია, მეტყველების ბულბარული ტიპი, ექსტრაოკულარული კუნთების სპაზმი, სპასტიური სიელმე, ოპისტოტონუსი, კუნთური ჰიპერტონუსი, პარკინსონიზმი (ჰიპერკინეზი, კუნთური რიგიდულობა-გამოვლინება დოფამინ-მაბლოკირებელი მოქმედებისა), ექსტრაპირამიდული მოშლილობების რისკი იზრდება დოზის გაზრდისას 0.5 მგ/კგ/დღ; (ხანდაზმულებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს) დისკინეზია, ძილიანობა, დაღლილობის შეგრძნება, აფორიაქება.
Show More
More Info
Brand
ბორისოვო
Country
Belarus
Generic
metoclopramide
Dose
5მგ/1მლ
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
10
Volume
2მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page