NITRONAL oral suspension 200mg/5ml 90.0

NITRONAL oral suspension 200mg/5ml 90.0

Georgia

ავერსი-რაციონალი
About Product
დასახელება - Nitronal - ნიტრონალი 200მგ/5მლ სუსპენზია 90მლ

ჩვენება:
მწვავე ბაქტერიული დიარეის მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:
ნიტრონალი კაფსულები და სუსპენზია განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის.

სუსპენზია
მოზრდილები: 5 მლ (200 მგ) 4 ჯერ დღეში, ყოველ 6 საათში;
1-დან 6 თვემდე ასაკის ბავშვები: 2.5 მლ (100 მგ) 2-3 ჯერ დღეში, ყოველ 8-12 საათში;
6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვები: 2.5 მლ (100 მგ) 3 ჯერ დღეში, ყოველ 8 საათში;
3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები: 5 მლ (200 მგ) 3 ჯერ დღეში, ყოველ 8 საათში;
6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები: 5 მლ (200 მგ) 3-4 ჯერ დღეში, ყოველ 6-8 საათში.

სუსპენზია არ გამოიყენება დღენაკლულ ჩვილებში და 1 თვემდე ასაკის ახალშობილებში.

ყოველი გამოყენების წინ საჭიროა ფლაკონის შენჯღრევა ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. დოზირებისთვის გამოიყენება საზომი ხუფი, რომელიც მოთავსებულია შეფუთვაში.

მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. მკურნალობის გახანგრძლივების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები:

ნიფუროქსაზიდი კარგად გადაიტანება. ძალიან იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლენა (გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი).

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:

- მომატებული მგრძნობელობა ნიფუროქსაზიდის, ნიტროფურანის წარმოებულების და/ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

- ნიტრონალი სუსპენზია შეიცავს სორბიტოლს და საქაროზას და უკუნაჩვენებია ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადების დროს, როგორიცაა ფრუქტოზას აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას აბსორბციის დარღვევა ან საქარაზა-იზომალტაზას უკმარისობა.
Show More
More Info
Brand
ავერსი-რაციონალი
Country
Georgia
Generic
nifuroxazide
Dose
200მგ/5მლ
Form
სუსპენზია ორალური
Quantity
1
Volume
90მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page