Probacto Enzyme caps N30

Probacto Enzyme caps N30

United Arab Emirates

კვესტ ვიტამინსი
About Product
დასახელება - პრობაქტო ენზიმი

აღწერა
გამჭვირვალე კაფსულები, ავსებული თითქმის თეთრი ფხვნილით.
პრობიოტიკები-სასარგებლო ცოცხალი მიკროორგანიზმებია, რომელბიც საჭმლის გადამამუშავებელ სისტემაში საკმარისი რაოდენობით მოხვედრისას სასარგებლო გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე ორგანიზმის ნორმალური მიკროფლორის აღდგენით.
ადამიანისთვის განმსაზღვრელია ნაწლავის, პირის ღრუს, საშოს და ზედა სასუნთქი გზების მიკროფლორა. პრობიოტიკები ხელს უწყობს საჭმლის მონელების დარღვევისგან დაცვას,ხელს უწყობს ინფექციებისადმი წინააღმდეგობის ზრდას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. პრობიოტური დანამატი პრობაქტო ენზიმი გამოიყენება საჭმლის მონელების დარღვევისას, მათ შორის სხვადასხვა გენეზის დიარეის და ფერმენტების უკმარისობისას. პრობიოტიკ პრობაქტო ენზიმის შემადგენლობაში შედის ფერმენტების კომპლექსი (ამილაზა, ლიპაზა, პაპაინი, ბრომელაინი, ლაქტაზა, გალაქტოზოდიაზა) და ლაქტობაქტერიების 3 შტამი.
ლაქტობაქტერიები L.acidophilus, L.casei, L.rhamnosus ყველაზე კარგად შესწავლილია მტკიცებითი მედიცინის მხრივ და კლინიკურ კვლევებში აჩვენა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სარგებელი.ლაქტობაქტერიები ადამიანის ნორმალური მიკროფლორის ნაწილია, კონკურირებს არსებობის სფეროს მხრივ და ამცირებს პირის ღრუს,სასუნთქი გზების და ნაწლავის პათოგენური მიკროფლორის რაოდენობას, წარმოქმნის IgA-ს, ააქტიურებს ადგილობრივ იმუნიტეტს, ახდენს ძილის ნორმალიზაციას და ზრდის სტრესის და ინფექციებისადმი გამძლეობას. ლაქტობაქტერიები L.acidophilus, L.casei, L.rhamnosus პრობაქტორ ენზიმის შემადგენლობაში მოთავსებულია სპეციალურად შემუშავებულ, ნაწლავში ხსნად კაფსულებში-DR კაფსულებში. DR კაფსულები იცავს ლაქტობაქტერიებს კუჭის მჟავა გარემოს ზემოქმედებისგან,ხელს უწყობს მათ ცოცხლად მიტანას უშუალოდ მოქმედების ადგილას-ნაწლავში, ამით უზრუნველყოფს ეფექტურობას.

ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების მახასიათებლები
პრობიოტური ბიოლოგიურად აქტიური დანამატის-პრობაქტორ ენზიმის შემადგენლობაში შემავალი ცოცხალი ლაქტობაქტერიები L.acidophilus, L.casei, L.rhamnosus ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის ფუნქციონირებას, ოპტიმალურ პირობებს ქმნის საკვების გადამუშავებისთვის და საკვები ნივთიერებების შეწოვისთვის, მონაწილეობს ვიტამინების ბიოსინთეზში, ხელს უწყობს ადამიანის იმუნური სისტემის ფუნქციური აქტივობის შენარჩუნებას. მჟავაგამძლე ფერმენტები ლიპაზა, ამილაზა,პაპაინი, ბრომელაინი,ლაქტაზა და ალფა-გალაქტოზოდიაზა მონაწილეობს ნახშირწყლების, ცხიმების და ცილების გადამუშავებაში.
ლაქტაზა სასარგებლოა რძის პროდუქტების აუტანლობისას.
ალფა-გალაქტოზოდიაზა ხელს უწყობს აირების მომატებული წარმოქმნის და მუცლის შებერილობის მოხსნას.
8 მილიარდი ლაქტობაქტერიის 3 შტამი, მჟავაგამძლე ფერმენტები, ლაქტაზა და გალაქტოზიდაზები სასარგებლოა ფერმენტების უკმარისობის და დისბიოზისას მუცლის დისკომფორტის მოხსნისთვის, საჭმლის გადამუშავების პროცესის გაუმჯობესებისთვის, ჯანმრთელობის გამაგრებისთვის. წარმოების სპეციალური ტექნოლოგიის გამო (ლიოფილური გაშრობა) ცოცხალი ბაქტერიების- L. acidophilus, L.casei, L.rhamnosus ეფექტურობა პრობაქტო ენზიმის შემადგენლობაში ნარჩუნდება შენახვის მთელი ვადის განმავლობაში.

გამოყენების სფერო
რეკომენდებულია საკვების ბად-ის სახით, შემდეგისთვის:
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროფლორის ხელშეწყობა;
- კუჭ-ნაწლავის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ნაწლავის დარღვევის, ყაბზობის, მუცლის შებერილობის დროს, რაც გამოწვეულია კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის დისბალანსით.
-საჭმლის მონელების დახმარებისთვის ფერმენტების უკმარისობისას.

გამოყენების მეთოდი და დოზირება
მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1 კაფსულა 2 -3 ჯერ დღე-ღამეში ჭამის დროს.
ბავშვებში და პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ მთელი კაფსულის გადაყლაპვა, აუცილებელია კაფსულის გახსნა და მისი შიგთავსის წყალში ან საკვებში გარევა. გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.
პრობაქტო ენზიმის შემადგენლობა იძლევა მისი ანტიბიოტიკებთან და სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღების საშუალებას მკურნალობის პირველივე დღიდან.

უსაფრთხოების ზომები
საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატები არ ცვლის კვების სრულფასოვან და მრავალფეროვან რაციონს.
Show More
More Info
Brand
კვესტ ვიტამინსი
Country
United Arab Emirates
Generic
Amylase+protease+lactase+lipase+lactobacteria+alba-galactosidase+papain+bromelain
Form
კაფსულა
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page