ჩვენებები: ნაწლავური დისბიოზი ( ნაწლავური დისბაქტერიოზი), მათ შორის ანტიბიოტიკების,სულფანილამიდების და სხვა ქიმიოთერაპიული საშუალებების მიღების შედეგად განვითარებული; ნებისმიერი ეტიოლოგიის დიარეა; სხვადასხვა ეტიოლოგიის ქრონიკული კოლიტი, მათ შორის არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება; გადატანილი მწვავე ნაწლავური ინფექციები; ქრონიკული ენტეროკოლიტი; გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი; მოგზაურთა დიარეა, მწვავე დიარეა; შეკრულობა, მეტეორიზმი; პირის ღრუს და ნაწლავების მიკოზები; ატოპიური დაავადებები (ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმატიტი, ალერგიული რინოკონიუქტივიტი); ალერგიული პროცესები (მათ შორის ალიმენტარული ალერგია), ალერგოზები; კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებები (ფურუნკულოზი, ფერიმჭამელა); ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეული დიარეის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
მიღების წესი და დოზირება: - მოზრდილები - 1 კაფსულა 2 – 3 -ჯერ დღეში ჭამის დროს. - ბავშვები 6 წლის ასაკიდან - 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში ჭამის დროს. - ბავშვები 2 - დან 6 წლამდე 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში ჭამის. - მკურნალობის ხანგრძლივობა 1-3 კვირა.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრობიოქსინის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი ეფექტები: შესაძლოა ინდივიდუალური აუტანლობის რეაქციები.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
გამოყენების ფორმა: პრობიოქსინი №30. კაფსულა მაღალი ხარისხის, ჰერმეტულად დახურულ ფლაკონში ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ფლაკონზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
Show More
More Info
7446
Brand
პრიმეა
Country
United Kingdom of Great Britain and Northern Ireland