Regulax dr 20ml

Regulax dr 20ml

Germany

კრეველ მიუსელბახი
About Product
საერთაშორისო დასახელება - sodium picosulfate
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → საფაღარათო საშუალებები → ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელი საშუალებები
შემადგენლობა
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
ნატრიუმის პიკოსულფატს – 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი.
პერორალური ხსნარის 1 მლ შეიცავს:
ნატრიუმის პიკოსულფატს – 7.5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, თხევადი სორბიტოლი, პროპილენგლიკოლი, ფორთოხლის არომატიზატორი, ანანასის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნატრიუმის პიკოსულფატი - საფაღარათო საშუალებაა, რომელიც ამცირებს ელექტროლიტებისა და წყლის შეწოვას, აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას. ნაწლავური მიკროორგანიზმების ზემოქმედების შედეგად ჰიდროლიზდება აქტიური ფორმის წარმოქმნით, რომელიც იწვევს ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეცეპტორების გაღიზიანებას, რის შედეგადაც ჩქარდება ნაწლავის შიგთავსის გადაადგილება. მოქმედების ეფექტი აღინიშნება მიღებიდან 6-12 სთ-ის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკა
არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. არ მონაწილეობს ენტეროჰეპატურ ცირკულაციაში.

ჩვენებები
- ყაბზობა, განპირობებული მსხვილი ნაწლავის ჰიპოტონიით და დუნე პერისტალტიკით;
- ბუასილის, პროქტიტის, ანალური ნაპრალის არსებობის დროს ფეკალიების გამოყოფის შესამსუბუქებლად;
- ოპერაციის წინ და მის შემდგომ პერიოდში;
- რენტგენოლოგიური ან ინსტრუმენტული მეთოდებით მუცლის ღრუს ორგანოების კვლევის მოსამზადებელ პერიოდში.

მიღების წესები და დოზები
ტაბლეტები:
მოზრდილებში და ბავშვებში 10 წლის ზემოთ ინიშნება 5-10 მგ 1-ჯერ დღეში ძილის წინ.
ხსნარი პერორალური გამოყენებისათვის:
1 მლ შეიცავს 15 წვეთს.
მოზრდილებში და ბავშვებში 10 წლის ზემოთ ინიშნება 10-20 წვეთი (5-10 მგ) 1-ჯერ დღეში ძილის წინ.
ბავშვებში 4-დან 10 წლამდე _ 5-10 წვეთი (2.5-5.0 მგ) 1-ჯერ დღეში ძილის წინ. პრეპარატის მიღება 4 წლამდე ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები
ფაღარათმა შესაძლოა გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ელექტროლიტებისა და კალიუმის ნაკლებობა, კუნთების სისუსტე, დაღლილობა, აბდომინალური ტკივილი, არტერიული ჰიპოტონია.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება
ნაწლავის გაუვალობა, ჩაჭედილი თიაქარი, მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთებითი დაავადებები (მწვავე აპენდიციტი, პერიტონიტი, გაურკვეველი გენეზის ტკივილი მუცლის არეში), სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და საშვილოსნოდან, სპასტიური ყაბზობა, ორსულობის I ტრიმესტრი, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, 4 წლამდე ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის I ტრიმესტრში. II და III ტრიმესტრში და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები
ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში გამოყენება რეკომენდებული არ არის. პერორალური ხსნარი არ შეიცავს საქაროზას, რის გამოც შესაძლებელია მისი გამოყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
არ არსებობს მონაცემები სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების შესახებ.
არასასურველია მიღება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზირებით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს შეტევითი ხასიათის ტკივილი მუცლის ღრუში, ხშირი დეფეკაცია, მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის იშემია, ჰიპერალდოსტერონიზმი.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ელექტროლიტური ბალანსის კორექცია, სპაზმოლიზური საშუალებები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის გამოყენება ანტიბიოტიკებთან ერთად იწვევს საფაღარათო ეფექტის დაქვეითებას. დიურეტიკებთან და გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ელექტროლიტური დარღვევების რისკი.
Show More
More Info
Brand
კრეველ მიუსელბახი
Country
Germany
Generic
picosulfate sodium
Dose
7.23მგ/1მლ
Form
წვეთები ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
20მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page