Xolefit tab #60

Xolefit tab #60

Russia

ერზიგი
About Product
ხოლეფიტი
ტაბლეტები 300მგ N60

შემადგენლობა: არტიშოკის ექტრაქტი 300მგ. ცინარას (არტიშოკი) შემადგენლობაში შედის ასკორბინის მჟავა, კაროტინი, ვიტამინი B1, B2 და ინულინი. 

ხოლეფიტი ზრდის ჰეპატოციტების მიერ კოფერმენტების გამომუშავებას და ზეგავლენას ახდენს ლიპიდების, ქოლესტერინის და კეტოსხეულების მეტაბოლიზმზე. ხასიათდება დეტოქსიკაციური თვისებებით. ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს. ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფას, მათ შორის: ნიტროშენაერთების, ალკალოიდების, მძიმე ლითონთა მარილების.
ხოლეფიტი  ზრდის დიურეზს და აძლიერებს შარდოვანას გამოყოფას.

რატომ ხოლეფიტი? აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნახშირწყლების და ცხიმების მოხმარების დროს; აწესრიგებს ბიოქიმიურ პროცესებს ღვიძლის უჯრედებში; აწესრიგებს ქოლესტერინის გამომუშავებას; ამცირებს შარდოვანას კონცენტრაციას სისხლში („პოდაგრას“ პროფილაქტიკა ); ამცირებს ღვიძლზე ალკოჰოლის და ანტიბიოტიკების ტოქსიურ ზეგავლენას.

ჩვენებები: ნაღვლმდენი გზების დისკინეზის ჰიპოკინეტიკური ტიპის კომპლექსური თერაპია; თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ქრონიკული ნეფრიტი, ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი; ქრონიკული ინტოქსიკაცია ნიტროშენაერთებით, ალკალოიდებით, მძიმე ლითონთა მარილებით; პოდაგრა
ორსულობის დროს რეკომენდებულია: გესტოზების პროფილაქტიკისათვის, მათი განვითარების მაღალი რისკის მქონე ქალებში; ორსულთა ღებინების აღმოფხვრისათვის; ორსულთა დერმატოზების დროს; ორსულთა სიყვითლის დროს; გესტოზების პრეკლინიკურ სტადიაში; ორსულთა ღვიძლშიდა ქოლესტაზის დროს.

უკუჩვენებები: პრეპარატისადმი ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა; ნაღვლმდენი გზების ობტურაცია, ნაღვლკენჭოვანი დაავადება.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში: 1-3 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 2-3კვირას.
ბავშვებში: 6 წლის ასაკიდან-1-2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ჭამის წინ.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები 300მგ N60.

მწარმოებელი: ერზიგი გერმანია.
Show More
More Info
Brand
ერზიგი
Country
Russia
Generic
cynara+vit B-1+vit B-2+inulin
Dose
300მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
60
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page