Climaston tab #30

Climaston tab #30

Turkey

ჰონორ ილაჩ სანი
About Product
დასახელება - კლიმასტონი #30ტ

გამოყენება

კლიმასტონ – საკვები დანამატის სახით, რეკომენდებულია 40 წლის ზევით ასაკის ქალბატონებისთვის პერიმენოპაუზის დროს. ფორმულა შეიცავს ბუნებრივ ნივთიერებებს, რომელიც აუცილებელია ქალის ჰორმონის, ესტროგენის დონის დაქვეითებით გამოწვეული დისკომფორტის შესამსუბუქებლად.

კლიმასტონ – საკვები დანამატია, რომელიც წარმოადგენს მაგნიუმის, ვიტამინი B6-ის, სოიოს მარცვლის, ციმიციფუგას და ბარამბოს (მელისას) მცენარეული ექსტრაქტების შემადგენლობას. სოიოს იზოფლავონები ქალის ორგანიზმში არეგულირებს ჰორმონულ ბალანსს ორი მიმართულებით: ახდენს ქალის ჰორმონების ჩანაცვლებას მათი სიმცირისას, ან ამცირებს სასქესო ჰორმონების დონეს მათი სიჭარბისას. ციმიციფუგა ფიტოესტროგენია, რომელიც ორგანოსელექციური, ესტროგენების მსგავსი და დოფამინერგული თვისებებით ხასიათდება. მას ახასიათებს კომპლექსური ესტროგენების მსგავსი მოქმედება და გამოიყენება ესტროგენების დეფიციტის დროს პრე-და მენოპაუზის პერიოდში, ასევე ოვარიოექტომიის შემდეგ. ბარამბოს გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი, ამცირებს აჩქარებულ, არარეგულარულ პულსს და მენოპაუზით გამოწვეულ შფოთვას. ფორმულაში შემავალი ვიტამინი B6 ხელს უწყობს ჰორმონების რეგულირებას. მაგნიუმი ხელს უწყობს ნერვული სისტემისა და კუნთების გამართულ ფუნქციონირებას.
რეკომენდებული დღიური დოზა: 1-2 ტაბლეტი დღეში.

სიფრთხილისზომები / გაფრთხილებები: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატები არ ცვლის ბალანსირებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს, ამიტომ დაუშვებელია მათი გამოყენება როგორც სრულფასოვანი კვების შემცვლელი. არ გამოიყენოთ საკვები დანამატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
Show More
More Info
Brand
ჰონორ ილაჩ სანი
Country
Turkey
Generic
magnesium+Melissa+Glycine max+Cimicifuga+pyridoxine
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page