DELPHYS TAB #30

DELPHYS TAB #30

Italy

ლო.ლი.ფარმა
About Product
რა ფიზიოლოგიური როლი აკისრია დელფისში შემავალ კომპონენტებს?

ვიტამინი D არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში. მას შემდეგ რაც ვიტამინი D მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ და გარდაიქმნება აქტიურ ფორმაში, მისი მეტაბოლიტები მოქმედებენ როგორც "ჰორმონები", უკავშირდება საშვილოსნოს კედელს, სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებზე წარმოდგენილ სხვადასხვა რეცეპტორებს. სამეცნიერო კვლევები ხაზგასმით აღნიშნავს D ვიტამინის დეფიციტსა და საშვილოსნოს ფიბრომების განვითარების რისკს შორის კავშირს; ეს კავშირი დამოკიდებულია ფიბროიდული უჯრედების მაღალ მგრძნობელობაზე. D ვიტამინს შეუძლია დაარეგულიროს უჯრედთა გამრავლება, აქედან გამომდინარე, საშვილოსნოს ფიბრომით დაავადებულ პაციენტებში D ვიტამინის ჩართვამ, შესაძლებელია გააკონტროლოს მათი ზრდა.

ეპიგალოკეტეხინის გალატი (Epigallocatechina Gallato) (EGCG) მწვანე ჩაისგან მოპოვებული კატეხინებს წარმოადგენს. სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ საშვილოსნოს ფიბრომიომის მქონე პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს EGCG 4 თვის განმავლობაში, მნიშვნელოვნად შემცირდა ფიბრომის მოცულობა. შემდგომმა კვლევებმა აჩვენა EGCG-ის ანტიოქსიდანტური და ანტიპროლიფერაციული თვისებები, როგორიცაა უჯრედების მაქსიმალური დაცვა თავისუფალი რადიკალების მიერ გამოწვეული დაზიანებისგან და სხვა ნეოპლაზიური პროცესების გავრცელებისაგან.



ვიტამინი B6 (ან პირიდოქსინი) წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც შედის სხვადასხვა საკვებ პროდუქტში. ორგანიზმში ვიტამინი B6 ტრანსფორმირდება ბიოლოგიურად აქტიურ ფორმაში და სხვადასხვა მეტაბოლურ რეაქციებში მოქმედებს როგორც კოენზიმი. მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰორმონული დისბალანსი ხელს უწყობს საშვილოსნოს ფიბრომის ფორმირებას. ვიტამინი B6 ხელს უწყობს ჰორმონული აქტივობის რეგულირებას და მისი დანამატი სასარგებლოა ნორმალური ფიზიოლოგიური პირობების შესანარჩუნებლად.

როგორია მითითებები დელფისის მიღებასთან დაკავშირებით?

დელფისი არის საკვები დანამატი დამზადებული D ვიტამინის, ეპიგალოკატეხინის გალატის (Epigallocatechina Gallato) (EGCG) და ვიტამინ B6-ის შემცველობით. ამ ნივთიერებების დამატებით მიღება სასარგებლოა კვებითი დეფიციტის ან ამ ნივთიერებებზე გაზრდილი მოთხოვნილებების შემთხვევაში. D ვიტამინი ერთვება უჯრედების დაყოფის პროცესში, ხოლო ვიტამინი B6 ხელს უწყობს ჰორმონული აქტივობის რეგულირებას.

როგორ უნდა მივიღოთ დელფისი?

რეკომენდებულია დღეში 1 ან 2 ტაბლეტის მიღება.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ ადგილზე. საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი, დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სანაცვლოდ. მისი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ორსულობის დროს. შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას სინათლის წყაროსგან მოშორებით. შენახვის პირობების მინიმალური მოთხოვნაა გაუხსნელ შეფუთვაში შენახვა.

შემადგენლობა: მწვანე ჩაის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი. tit. 45% ეპიგალოკატეხინის გალატი (EGCG), ვიტამინ B6 და ვიტამინი D.
Show More
More Info
Brand
ლო.ლი.ფარმა
Country
Italy
Generic
Epigallocatechina Gallato+vit D+vit B-1
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page