Eva douche chamomile PH 4.2 147ml #1
Eva douche chamomile PH 4.2 147ml #1

Eva douche chamomile PH 4.2 147ml #1

Greece

ლაბ. ინტერმედი
About Product

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებები: რბილი გამწმენდი ნივთიერება; გვირილის ექსტრაქტი, რძემჟავა. დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი, ნატრიუმის ლაქტატი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის დოკუზატი.

ევა დუში წარმოადგენს ხსნარს ინტრავაგინალური გამოყენებისათვის, სპეციალურად შექმნილი ფორმულა საშოს ეფექტური გამორეცხვისათვის: ამცირებს წვის, ქავილის და გაღიზიანების შეგრძნებას, არბილებს საშოს მშრალ და განლეულ ლორწოვანს, აღადგენს, ასუფთავებს და ეფექტურად აცილებს დაგროვებულ ვაგინალურ სეკრეტს და მენსტრუალური გამონადენის ნარჩენებს.

ევა დუში არ შეიცავს საპნებს, საღებავებს, გამღიზიანებლებსა და ალერგენებს. მისი მოქმედება სრულად ეფუძნება ბუნებრივ ინგრედიენტებს.

ევა დუში მზად არის გამოსაყენებლად, მოთავსებულია 147მლ მოცულობის, გამჭვირვალე, დრეკად, ადვილად გამოყენებად ფლაკონში, რომელსაც გააჩნია სპეციალური დაბოლოება, რაც უზრუნველყოფს: აპლიკაციის პროცესში მაქსიმალურ უსაფრთხოებას პაციენტისათვის; ხელახალი დაინფიცირების პრევენციას, რაც ხშირია მრავალჯერადი გამოყენების ხსნარების შემთხვევაში, განსაკუთრებით, ინფექციური მდგომარეობების დროს (მაგ. ვაგინალური სისხლდენა); პათოგენური მიკროორგანიზმების აღმავალი გზით გავრცელების თავიდან აცილებას; გამოიყენება 1-2-ჯერ კვირაში (თუ არ აღინიშნება სპეციფიური გამომწვევის არსებობა ან რამე სხვა კლინიკური რჩევა). ევა დუში ახდენს საშოს ბუნებრივ გასუფთავებას და უზრუნველყოფს ამ არის ეფექტურ ჰიგიენას.

გამოიყენება ყველა ასაკში. ევა დუში გვირილა-pH 4.2.

როდის გამოიყენება ვაგინალური დუში? როდესაც პაციენტი გრძნობს საშოს სიმშრალეს, მსუბუქ გაღიზიანებას, მენსტრუაციის შემდგომ პერიოდში, სქესობრივი აქტის შემდეგ ჭარბი სეკრეტისა ან კონტრაცეპციული საშუალებების (გელი, კრემი) ნარჩენებისაგან გასათავისუფლებლად,უსიამოვნო სუნის გამომწვევი გამონადენის მოსაშორებლად, უბრალოდ, სისუფთავის შესანარჩუნებლად.

გამოყენების წესი: პირველი ნაბიჯი-საჭიროა ფლაკონის ვერტიკალურ პოზიციაში დაჭერა ვერტიკალურ პოზიციაში მარცხენა ხელით ისე, რომ პაციენტის დიდი და საჩვენებელი თითი მოთავსდეს სახურავის რგოლზე, შემდეგ მეორე ხელი დააჭიროს სახურავის ბოლოს და მოტეხოს დამცავი სარქველი. მეორე ნაბიჯი-ფრთხილად ამოსწიოს ვაგინალური აპლიკატორი ზემოთ, სანამ არ გაიგონებს „გატკაცუნების“ ხმას და ფრთხილად მოუჭიროს ფლაკონს, დარწმუნდეს, რომ დამცავი სარქველი ნამდვილად გაღებულია. თუ არა-აპლიკატორი ჩასწიოს ფლაკონში და გაიმეოროს პროცედურა. მესამე ნაბიჯი-მოდუნდეს და აპლიკატორი მოათავსოს საშოში (დაახლოებით 7.5სმ-ზე) და გამორეცხვის შესასრულებლად ფლაკონს მოუჭიროს ხელი პროცედურის დასრულებამდე.

შენიშვნა: თუ პროცედურის შემდეგ, ფლაკონში ხსნარის საკმაო რაოდენობა დარჩება, გამოიღოს აპლიკატორი საშოდან და გაიმეოროს გამორეცხვის პროცედურა ხსნარის ფლაკონის დაცლამდე.

პროცედურის ჩასატარებლად რეკომენდებული პოზიციაა: მჯდომარე ტუალეტში, ფეხზე დგომა ან ჩაჯდომა აბაზანაში.

მწარმოებელი: ინტერმედ ს.ა. ფარმაცეუტიკალ ლაბორატორიეს, საბერძნეთი.

www.intermed.com.gr
Show More
More Info
Brand
ლაბ. ინტერმედი
Country
Greece
Generic
sodium benzoate+chamomlie extrac+lactic acidi
Form
ხსნარი ვაგინალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
147მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page