/images/logo_en.svg

Fitostimoline Pressaries #6

Italy

ფარმაცეუტიცი დამორი

About Product
ფიტოსტიმოლინი

შემადგენლობა:
ერთი 3,5გ ვაგინალური სუპოზიტორია  შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ხორბლის (Triticum vulgare) წყლიანი ექსტრაქტი (200მგ100მლ მშრალი ნარჩენი) 600მგ.
დამხმარე კომპონენტები: 2-ფენოქსიეთანოლი; მაკროგოლ 400; მაკროგოლ 1500; მაკროგოლ 12000.

სამკურნალო ჩვენებები:
ფიტოსტიმოლინი 600მგ ვაგინალური სუპოზიტორია რეკომენდებულია ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი და დისტროფიული დაავადებების სამკურნალოდ.

უკუჩვენებები:
აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

გამოყენებისას სიფრთხილის ზომები:
ნებისმიერი პროდუქტის გამოყენებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდით, შეიძლება გამოიწვიოს მომატებული მგრძნობელობის განვითარება. ასეთ შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს ან საჭიროების შემთხვევაში, დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია. იგივე შეიძლება განვითარდეს არამგრძნობიარე მიკრობების შემთხვევაში.

ურთიერთქმედებები:
იმ შემთხვევაში, თუ ახლახანს მიიღეთ რაიმე სხვა პრეპარატი, ისეთიც კი, რომელსაც არ სჭირდება სამედიცინო დანიშნულება, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ურთიერთქმედებები ან შეუთავსებლობები დაფიქსირებული არ ყოფილა.

განსაკუთრებული ინსტრუქციები
ორსულობა და მეძუძურობა
ფიტოსტიმოლინი 600 მგ ვაგინალური სუპოზიტორიის გამოყენება, დაბრკოლების გარეშე, შესაძლებელია ორსულობის ან მეძუძურობის დროს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება
ფიტოსტიმოლინი 600 მგ ვაგინალური სუპოზიტორიის გამოყენება არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე.

დოზის მიღების წესი, რეჟიმი და ხანგრძლივობა
1 ვაგინალური სუპოზიტორია ღამით, ექიმის დანიშნულებით.

გამოყენების წესი:
მოათავსეთ ვაგინალური სუპოზიტორია ღრმად საშოში.

ჭარბი დოზის მიღება
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევები არ არის დაფიქსირებული.
ფიტოსტიმოლინის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სხვა პრეპარატს, ფიტოსტიმოლინსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს ყველა პაციენტში არ ვლინდება.
გვერდითი მოვლენები არ არის მითითებული.
გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის შემცირების მიზნით, დაიცავით შეფუთვის ჩანართში არსებული ინსტრუქციები.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა დამძიმდება ან თუ გამოვლინდება ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არაა მითითებული წინამდებარე შეფუთვის ჩანართში, ინფორმაცია მიაწოდეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვარგისობის ვადა და შენახვის წესი
შეამოწმეთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადა.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადა ვრცელდება დაურღვეველ შეფუთვაში წარმოდგენილ და სწორად შენახულ პროდუქტზე.

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ პროდუქტი არა უმეტეს 25 C ტემპერატურაზე.
Show More
More Info
Brand
ფარმაცეუტიცი დამორი
Country
Italy
Generic
Aqueous extract of triticum vulgare
Dose
600მგ
Form
სანთელი ვაგინალური
Quantity
6
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat