/images/logo_en.svg
Folial vaginal. Supoz. 2 g. N10
Folial vaginal. Supoz. 2 g. N10

Folial vaginal. Supoz. 2 g. N10

Italy

ბიოდუე

About Product
ფოლიალი
ვაგინალური ინფექციების პროფილაქტიკისა და სიმპტომური თერაპიის დამხმარე საშუალება (ვაგინალური კანდიდოზი და ვულვოვაგინიტი)

ფოლიალი, ვაგინალური სუპოზიტორები - არის დამხმარე სამედიცინო პროდუქტი სიმპტომური თერაპიისა და ბაქტერიული წარმოშობის საშოს ლორწოვანი გარსის დაავადებების პროფილაქტიკისთვის (როგორიცაა ვულვოვაგინიტი) ან სოკოვანი ინფექციები (როგორიცაა ვაგინალური კანდიდოზი). შექმნილია საშოს ლორწოვანი გარსის წვის, ქავილის და სიწითლის შესამსუბუქებლად. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც პროფილაქტიკური თერაპია, ხშირი რეციდივისკენ მიდრეკილ პაციენტებში.

შემადგენლობა:
პოლისაქარიდები ალოე ვერადან, სალბის ეთერზეთი, ჩაის ხის ეთერზეთი, გრეიფრუტის თესლის ექსტრაქტი, რძემჟავა, ტრიგლიცერიდების ნარევი.

დოზირება: სიმპტომური თერაპია: დღეში 1 სუპოზიტორია უნდა შეიყვანოთ საღამოს, ძილის წინ დაწოლილ მდგომარეობაში, არანაკლებ 10 დღის განმავლობაში.
პროფილაქტიკა: ციკლის სახით დღეში 1 სუპოზიტორია უნდა შეიყვანოთ საღამოს, ძილის წინ დაწოლილ მდგომარეობაში, არანაკლებ 10 დღის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ სამედიცინო პროდუქტი ზედიზედ 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

გამოყენების წესი:
1. გახსენით შეფუთვა, დაიბანეთ ხელები გამოყენებამდე.
2. გენიტალიის არე კარგად ჩამოიბანეთ დელიკატური დასაბანი საშუალებით, ამოიღეთ 1 სუპოზიტორია ბლისტერიდან.
3. ფრთხილად შეიყვანეთ სუპოზიტორია რაც შეიძლება ღრმად საშოში, რათა თავიდან აიცილოთ მისი ჩამოვარდნა, სასურველია საღამოს, ძილის წინ.

შენახვის პირობები: შეინახეთ მჭიდროდ დახურულ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისა და სითბოსგან დაცულ ადგილას (t < 30 C). არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ შეფუთვა დაზიანებულია. არ გამოიყენოთ პროდუქტი ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. მითითებული ვარგისიანობის ვადა ვრცელდება მხოლოდ დაუზიანებელ შეფუთვაში არსებულ პროდუქტზე, შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში.

გაფრთხილება: სუპოზიტორების არაერთგვაროვანი ფერი განპირობებულია მცენარეული წარმოშობის ექსტრაქტების არსებობით და დამახასიათებელია ამ პროდუქტისთვის. სამედიცინო პროდუქტი განკუთვნილია ვაგინალური გამოყენებისთვის. არ გადაყლაპოთ. არ გამოიყენოთ პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ან ალერგიის შემთხვევაში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ვაგინალური დაზიანებებისას. ორსულობისას, ძუძუთი კვებისას ან თანმხლები მედიკამენტური თერაპიის შემთხვევაში მიმართეთ ეთქვენს ქიმს ან გინეკოლოგს.
არ არის განკუთვნილი პედიატრიაში გამოსაყენებლად.

გვერდითი ეფექტები: პროდუქტის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა. აქამდე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა სენსიბილიზაციის ფენომენი ან სხვა გვერდითი ეფექტები. თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოვლინდა რაიმე გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ სამკურნალო პროდუქტის გამოყენება და აცნობეთ ამის სესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
Show More
More Info
Brand
ბიოდუე
Country
Italy
Generic
Aloe vera+Essential Oils Salviae+Essential Oils tea tree+Grapefruit seed
Form
სანთელი ვაგინალური
Quantity
10
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
In case of side effects and complaints about the drugs, please contact us by email:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat
GPC | Folial vaginal. Supoz. 2 g. N10