About Product
საერთაშორისო დასახელება - Natrii hyaluronatum
ინფორმაცია პროდუქტის შესახებ:
ვაგინალური ეპითელიუმი არის რბილი და ელასტიური, რომელიც სათანადო დონეზე ინარჩუნებს ტენიანობას და წებოვნებას.
ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე (მშობიარობის შემდგომ, ძუძუთი კვების განმავლობაში, მენო-პაუზის დროს), ასევე ორალური კონტრაცეპტივების მიღების შედეგად ან ქიმიოთერაპიის დროს და სტრესისას საშოს ლორწოვანის მდგრადობა იცვლება, ვითარდება სიმშრალე, რაც იწვევს ქავილს, წვას და გაღიზიანებას და ხშირად ინფექციის განვითარების მიზეზი ხდება.
ჰიალოგინი სწრაფად ხსნის სიმშრალის სიმპტომებს და აღადგენს საშოს ლორწოვანის ელასტიურობას.
ჰიალოგინი არის უფერო, უსუნო გელი, შეიცავს Hყდეალ-D-ს-ჰიალურონის მჟავას ეთერულ ნაერთს, რომელიც უფრო ხანგრძლივად მოქმედებს და ეფექტურია ვიდრე უბრალოდ ჰიალურონის მჟავა. იგი უნარჩუნებს საშოს ქსოვილს ელასტიურობას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს და ხელს უწყობს ეპითელიუმის რეგენერაციას (აღდგენას).
ჰიალოგინი აღადგენს საშოს ნორმალურ PH-ს და იცავს შარდსასქესო სისტემას ინფექციებისგან.
ჰიალურონის მჟავა შედის კოლაგენის ბოჭკოების შემადგენლობაში და ზრდის საშოს კუნთების სიმტკიცეს. იგი ანტიოქსიდანტია, იცავს საშოს ეპითელიუმის უჯრედებს დაზიანებისაგან.
გამოშვების ფორმა: 30 გრ. ტუბი 10 ერთჯერადი აპლიკატორით.
შემადგენლობა: ძირითადი მოქმედი ნივთიერება: Hydeal-D 0,2 % (ჰიალურონის მჟავას ეთერული ნაერთი)
სხვა კომპონენტები: პროპილენგლიკოლი, კარბომერი, მეთილ-პ-ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ-პ-ჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.
ჩვენება:
• ვაგინალური სიმშრალე ნებისმიერი წარმოშობის (მშობიარობის შემდგომ, ძუძუთი კვების პერიოდში, მენოპაუზა, სტრესი, ორალური კონტრაცეპტივების მიღება, სხივური და ქიმიოთერაპია, საკვერცხეების ამოკვეთის შემდგომ (პოსტკასტრაციული სინდრომი), შაქრიანი დიაბეტი)
• ატროფიული ვაგინიტი
• საშოს სიმშრალით განპირობებული წვა, ქავილი
• საშოსშიდა ჭრილობები, მიკრონახეთქები
• დისპარეუნია (ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს)
• ჰიალოგინი აჩქარებს ლორწოვანის რეგენერაციას საშვილოსნოს ყელის დესტრუქციული მეთოდებით მკურნალობის შემდგომ.
ჰიალოგინი არ შეიცავს ჰორმონს, ამიტომ მისი გამოყენება უსაფრთხოა და რეკომენდებულია ასევე ონკოლოგიურ პაციენტებში.
გამოყენების წესი:
1. კარგად მიახრახნეთ აპლიკატორი ტუბის პირს.
2. მოუჭირეთ ტუბს და შეავსეთ აპლიკატორი, სანამ დგუში არ გაჩერდება (დგუშს აქვს ნიშნული, რაც გააჩერებს მის მოძრაობას).
3. მოხსენით აპლიკატორი და შეიყვანეთ საშოში, იყავით მჯდომარე მდგომარეობაში ან დაწექით ზურგზე.
4. გელი მთლიანად შეიყვანეთ საშოში.
5. მკვეთრად გამოხატული სიმშრალის შემთხვევაში სასურველია აპლიკატორი გაპოხოთ გელით მის შეყვანამდე.
გამოყენების სიხშირე:
ჰიალოგინი გამოიყენება 3 დღეში ერთხელ 1 თვის განმავლობაში
უკუჩვენება: ნებისმიერ შემადგენელ კომპონენტზე ჰიპერმგრძნობელობა
განსაკუთრებული მითითებები: ყოველი აპლიკატორი გამოიყენეთ მხოლოდ ერთხელ ვაგინალური ინფექციის დროს პრეპარატის დანიშვნა ხდება ექიმის მიერ.
ჰიალოგინის გამოყენება შესაძლებელია ასევე მენსტრუაციის დროს. პრეპარატი გავლენას არ ახდენს გინეკოლოგიურ კვლევაზე.
გელი შეთავსებადია პრეზერვატივთან მისი გამოყენების დროს იმავდროულად ნუ გამოიყენებთ ამონიუმის მარილების შემცველ სადეზინფექციო საშუალებებს, მაგ. ბენზალკონიუმის ქლორიდს.
შეინახეთ არაუმეტეს 30 რC ტემპერატურისა შეინახეთ ბავშვებისაგან ხელმიუწვდომელ ადგილას ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ
გვერდითი მოვლენები: არ აღნიშნულა
Show More
More Info
36358
Generic
hydeal-D (Hyaluronic acid is slowly free)+xylitol