Inofolic HP sachet #30

Inofolic HP sachet #30

Italy

ლო.ლი.ფარმა
About Product
შემადგენლობა: INOFOLIC HP არის საკვები დანამატი რომელიც შეიცავს მიო-ინოზიტოლს, ალფა-ლაქტალბუმინს და ფოლიუმის მჟავას, სასარგებლოა საკვებიდან ამ ნივთიერებების შემცირებული მიღების ან ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების დროს.

ჩვენებები: მიო-ინოზიტოლი არის ჩვენი ორგანიზმის მიერ წარმოებული მოლეკულა და ასევე წარმოდგენილია ზოგიერთ საკვებ პროდუქტში. მისი ფიზიოლოგიური როლი არის უზრუნველყოს ორგანიზმის პასუხი სხვადასხვა ჰორმონზე, როგორიცაა ინსულინი და FSH-ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი. ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც არეგულირებს შაქრის მეტაბოლიზმს, ხოლო FSH ხელს უწყობს ფოლიკულის ზრდას ოვულაციამდე. ამ ორივე ჰორმონის მოქმედების დარღვევას ადგილი აქვს PCOS-ის მქონე ქალბატონებში (პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი) და სხვადასხვა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მიო-ინოზიტოლის უწყვეტი შევსება შეიძლება სასარგებლო იყოს ამ ქალების მეტაბოლური და ჰორმონალური პროფილის ნორმალიზებისთვის.

როგორია ალფა-ლაქტალბუმინის ფიზიოლოგიური როლი? ალფა-ლაქტალბუმინი არის შრატის პროტეინი, რომელიც აუმჯობესებს მიო-ინოზიტოლის შეწოვას ნაწლავებში. ეს საშუალება მნიშვნელოვანია ,,მიო-ინოზიტოლ-რეზისტენტულ” სუბიექტებში, სადაც მხოლოდ მიო-ინოზიტოლის დამატებას არ ჰქონდა ეფექტი. კლინიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ PCOS-ის მქონე ქალების დაახლოებით 35%-ს აქვს მიო-ინოზიტოლის შეწოვის პრობლემა. მიზეზები შეიძლება უკავშირდებოდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს, მიკრობიოტის ცვლილებას და ქრონიკულ ანთებას, პრობლემებს, რომლებიც გავლენას ახდენენ PCOS-ის მქონე ქალების 40%-ზე. ალფა-ლაქტალბუმინისა და მიო-ინოზიტოლის კომბინაცია იძლევა მეტაბოლური და ჰორმონალური პროფილის ნორმალიზების საშუალებას PCOS-ის მქონე ქალებში, რომლებიც არ რეაგირებენ მხოლოდ მიო-ინოზიტოლის დამატებაზე.

როგორია ფოლიუმის მჟავას ფიზიოლოგიური როლი? ფოლიუმის მჟავა არის წყალში ხსნადი B ჯგუფის ვიტამინი. იგი ჩართულია დნმ-ის, რნმ-ს და ცილების სინთეზში, უჯრედების დაყოფის პროცესში და ქრომოსომების აღდგენაში. ამავდროულად ხელს უწყობს ორსულობის დროს დედის ქსოვილების ნორმალურ ზრდას. მისმა დეფიციტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ინტრაფოლიკულური ჰომოცისტეინემია კვერცხუჯრედის ხარისხის სათანადო შემცირებით. გარდა ამისა, სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა ხშირად უკავშირდება ნაყოფის ზრდის და ნერვული ღეროს დეფექტის განვითარებას. ფოლიუმის მჟავის დამატებითი მიღება ზრდის დედის ორგანიზმში ფოლატების დონეს.

INOFOLIC HP მიღების წესი: რეკომენდებულია ერთი პაკეტის მიღება დღეში ორჯერ საკვების მიღებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. ინოზიტოლის მუდმივი თანაფარდობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ორი პაკეტის მიღება ერთმანეთისგან 12 საათის დაშორებით. შიგთავსი უნდა გაიხსნას ერთ ჭიქა წყალში.

გაფრთხილება: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება. დანამატი არ არის გათვალისწინებული როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. ვადის გასვლის თარიღი მითითებულია შეფუთვაზე. INOFOLIC HP შეიცავს რძის პროტეინს. INOFOLIC HP ინახება გრილ, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილზე.
Show More
More Info
Brand
ლო.ლი.ფარმა
Country
Italy
Generic
myo-inozitol+folic acid
Form
ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად
Packing
პაკეტი
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page