Jeanine tab 0.03mg+2mg #21

Jeanine tab 0.03mg+2mg #21

Germany

ბაიერ ვეიმარი
cart discount
-
12.38
About Product
საერთაშორისო დასახელება - DIENOGEST; ETHINYLESTRADIOL
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მონოფაზური ორალური კონტრაცეპტივი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დრაჟე: ბლისტერზე 21 დრაჟე, შეფუთვაში 1 და 3 ბლისტერი.
1 დრაჟე
დიენოგესტი ................... 2.0 მგ
ეთინილესტრადიოლი .......... 30 მკგ

ჩვენებები:
კონტრაცეპცია (არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება).

მიღების წესი და დოზირება:
დრაჟეს მიღების დრო და მეთოდი
ბლისტერი შეიცავს 21 დრაჟეს, ყოველი დრაჟე აღნიშნულია კვირის იმ დღით, როცა ის უნდა მიიღონ.
- დრაჟეს მიღება საჭიროა ერთსა და იმავე დროს ყოველ დღე, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. ქალი უნდა მიყვეს ისრის მიმართულებას, სანამ არ მიიღებს ყველა დრაჟეს. შემდეგი 7 დღის განმავლობაში პრეპარატის მიღება საჭირო არ არის. მენსტრუაცია (მოხსნის სისხლდენა) უნდა დაიწყოს ამ 7 დღის განმავლობაში. ჩვეულებრივ იგი იწყება ბოლო დრაჟეს მიღებიდან მე-2-3 დღეს.
- 7 დღიანი შესვენების შემდეგ (მე-8 დღეს) ქალმა უნდა დაიწყოს შემდეგი შეფუთვის დრაჟეს მიღება იმ შემთხვევაშიც კი, თუ სისხლდენა ჯერ არ შეწყვეტილა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალი ახალი შეფუთვის მიღებას დაიწყებს კვირის ერთსა და იმავე დღეს და რომ მოხსნის სისხლდენა დაიწყება კვირის დაახლოებით ერთსა და იმავე დღეს.

გვერდითი მოვლენები:
გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს ჟანინის მიღების პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩვეულებრივ გარდამავალია:
◄ სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა და დაჭიმულობა; სარძევე ჯირკვლების გადიდება; სარძევე ჯირკვლებიდან გამონადენი; მენსტრუაციათაშორის სისხლიანი გამონადენი; თავის ტკივილი; შაკიკი; ლიბიდოს ცვლილება; გუნება-განწყობის ცვლილება/დაქვეითება; კონტაქტური ლინზების ცუდი ატანა; მხედველობის დარღვევები; გულისრევა; ღებინება; ტკივილები მუცლის არეში; ვაგინალური სეკრეციის ცვლილებები; კანის გამონაყარი; კვანძოვანი ერითემა; მულტიფორმული ერითემა; გენერალიზებული ქავილი; ქოლესტაზური სიყვითლე; სითხის შეკავება; სხეულის მასის ცვლილება; ალერგიული რეაქციები. იშვიათად - მომატებული დაღლილობა, დიარეა.
◄ ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ქლოაზმა, განსაკუთრებით ანამნეზში ორსულების ქლოაზმის მქონე ქალებში.
◄ ისევე როგორც სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას, იშვიათად შეიძლება განვითარდეს თრომბოზი და თრომბოემბოლია.

ორსულობა და ლაქტაცია:
* ჟანინის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პერიოდში და ლაქტაციისას პირველი 6 თვის განმავლობაში.
Show More
More Info
Brand
ბაიერ ვეიმარი
Country
Germany
Generic
ethinylestradiol+dienogest
Dose
0.03მგ+2მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
21
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page