/images/logo_en.svg
Menostan tab #60

Menostan tab #60

Spain

მასენზ ჯგუფი

About Product
დასახელება - მენოსტანი #60ტ

მენოსტანში შემავალი მცენარეების დახასიათება

შავი კოჰოშის, იგივე ციმიციფუგას (Cimicifuga racemosa) ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებებია ფიტოესტროგენები, რომლებიც ესტროგენების მსგავსია და დოფამინერგული თვისებებით ხასიათდება. ეს ნივთიერებები უკავშირდება ჰიპოთალამუსის ესტროგენულ რეცეპტორებს, მოქმედებს ჰიპოთალამუსი-ჰიპოფიზი-საკვერცხეების სისტემაზე, ამცირებს ჰიპოფიზის მიერ მალუთეინიზირებელი ჰორმონის სეკრეციას, გონადოტროპული ჰორმონების გამომუშავებას.

გამოიყენება ესტროგენების დეფიციტის დროს:
პრე- და მენოპაუზის პერიოდისთვის დამახასიათებელი ფსიქოემოციური და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევების დროს;
ოვარექტომიის შემდეგ.
ველური იამი (Dioscorea villosa) ძველთაგანვე არის ცნობილი და გამოიყენებოდა დაბერების საწინააღმდეგოდ. ველურ იამში არსებული ვიტამინები სასარგებლოა მხედველობისთვის, კანისა და თმის სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. მისგან მიღებული ეთერზეთები გამოიყენება თავის მოვლის საშუალებებშიც. ჰორმონული დისბალანსის დროს მისი ეფექტებია:

ქალის სასქესო ჰორმონების სეკრეციის სტიმულირება, მენსტრუალური ციკლის ნორმალიზება;
ქოლესტერინის რაოდენობის შემცირება სისხლში, ანტისკლეროზული მოქმედება, არტერიული წნევის ნორმალიზება;
ღრძილების და კბილების სტრუქტურის გაუმჯობესება;
სპაზმოლიზური მოქმედება, დაღლილობის, გაღიზიანებადობის მოხსნა.
აბრაამისხისნაყოფისმშრალიექსტრაქტი (Vitex agnus castus) სელექტიურად ასტიმულირებს ჰიპოფიზის (ლაქტოგენური) უჯრედების D2-რეცეპტორებს, აინჰიბირებს პროლაქტინის გამოთავისუფლებას. პროლაქტინის შემცირება იწვევს სარძევე ჯირკვალში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების ალაგებას და ტკივილის სინდრომის კუპირებას. აღადგენს გონადოტროპინების ფიზიოლოგიურ სეკრეციას, აწესრიგებს დარღვეულ მენსტრუალურ ციკლს, ასტიმულირებს ყვითელი სხეულის განვითარებას, ხსნის სომატურ და ფსიქიურ სიმპტომებს, რომლებიც ვლინდება მენსტრუაციის ლუთეინურ ფაზაში. მისი გამოყენების დროს განვითარებული ეფექტებია:

სასქესო ჰორმონების დისბალანსის მოწესრიგება;
დარღვეული მენსტრუალური ციკლის აღდგენა;
პრემენსტრუალური სინდრომის მოხსნა;
პათოლოგიური პროცესების ალაგება და ტკივილის კუპირება სარძევე ჯირკვლის დაავადებების (მასტოდინიის და მასტოპათიის) დროს.
ელეუტეროკოკი (Eleutherococcus senticosus) დეკორაციული ბუჩქოვანი სამკურნალო მცენარეა, რომლისგან მიღებულ ექსტრაქტებს გააჩნია ზოგადგამაჯანსაღებელი და მასტიმულირებელი მოქმედება, რაც ფილტვების სასიცოცხლო ტევადობის, ფიზიკური ძალისა და სისხლში ჰემოგლობინის დონის მომატებით გამოიხატება. ელეუტეროკოკის გამოყენების დროს განვითარებული ეფექტებია:

მენოპაუზის და სხვადასხვა სახის მენსტრუალური დარღვევების დროს ჰორმონალური დისბალანსის მოწესრიგება;
გონებრივი და ფიზიკური აქტივობის სტიმულირება, მოთენთილობის, გადაღლის შემცირება;
არტერიული წნევის, სისხლში შაქრის დონის ნორმალიზება;
ინფექციური, ვირუსული, ონკოლოგიური დაავადებების მიმართ ორგანიზმის გამძლეობის ამაღლება;
საჭმლის მონელების პროცესის გაუმჯობესება;
ძილის პროცესის ნორმალიზება, მხედველობის, სმენის გაუმჯობესება;
ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფა;
ოპერაციის შემდგომ ქსოვილების შეხორცების დაჩქარება.
პასიფლორა, იგივე ვნების ყვავილი (Passiflora extract) გამოიყენება შემდეგი სიმპტომების დროს:

უცნობი ეტიოლოგიის თავბრუსხვევა;
მომატებული გაღიზიანებადობა, განწყობის არასტაბილურობა და გამოხატული ცვლილება, პანიკის შეტევის შეგრძნება;
უეცარი გაბრაზება, ძალადობრივობის გამძაფრების ტენდენცია;
არაღრმა ძილი, უძილობა და ხშირი გამოღვიძება.
ჩვენება
მენოსტანი რეკომენდებულია ჰორმონალურ დისბალანსთან დაკავშირებული ჩივილების დროს. მენოსტანის გამოყენების ჩვენებაა:
კლიმაქტერული სინდრომი;
პრემენსტრუალური სინდრომი.
დოზირება
1 ტაბლეტი დღეში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
Show More
More Info
Brand
მასენზ ჯგუფი
Country
Spain
Generic
Cimicifuga+Dioscorea Villosa+agnus castus +Eleutherococcus+Passiflora
Form
ტაბლეტი
Quantity
60
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
In case of side effects and complaints about the drugs, please contact us by email:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat
GPC | Menostan tab #60