პრეპარატი გამოიყენება ლორწოვანი გარსის წვის, ქავილისა და სიწითლის შესამსუბუქებლად.
ერთი ვაგინალური სუპოზიტორია შეიცავს: ალოე ვერა – 10 მგ, ჩაის ხის ზეთი – 11 მგ, გრეიფრუტის თესლის ექსტრაქტი, სალბის ეთერზეთი, რძემჟავა 90% და ტრიგლიცერიდების ნარევი.
ვაგინალური სუპოზიტორები გამოიყენება როგორც დამატებითი საშუალება საშოს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობისთვის, როგორც ბაქტერიული (მაგ., ვულვოვაგინიტი), ისე სოკოვანი (მაგ., კანდიდოზი) წარმოშობის შემთხვევაში. პრეპარატი გამოიყენება ლორწოვანი გარსის წვის, ქავილისა და სიწითლის შესამსუბუქებლად. ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით ვაგინალური ანთებითი პროცესების ხშირი განმეორების შემთხვევაში.
სიმპტომური მკურნალობა: 1 სუპოზიტორია დღეში ერთხელ, საღამოს, ძილის წინ, შეჰყავთ საშოში წოლით მდგომარეობაში, ზედიზედ მინიმუმ 10 დღის განმავლობაში.
დაავადების პროფილაქტიკა: 1 სუპოზიტორია დღეში ერთხელ, საღამოს, ძილის წინ, შეჰყავთ საშოში წოლით მდგომარეობაში, ზედიზედ მინიმუმ 10 დღის განმავლობაში.
სუპოზიტორების გამოყენება ზედიზედ 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში არ არის რეკომენდებული.
გახსენით შეფუთვა და სუპოზიტორიის გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები.
სასქესო ორგანოები კარგად დაიბანეთ დელიკატური გამწმენდი საშუალებით და ამოიღეთ ერთი სუპოზიტორია ბლისტერიდან.
ფრთხილად შეიყვანეთ სუპოზიტორია ღრმად საშოში. შესაძლო გამონადენის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია მისი გამოყენება საღამოს, ძილის წინ.
ჰიპერმგრძნობელობა ან ალერგიული რეაქცია პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
შეინახეთ მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში, მშრალ და ბნელ ადგილას, არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. არ გამოიყენოთ, თუ შეფუთვა დაზიანებულია. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.