Progest caps 200mg #15

Progest caps 200mg #15

France

კატალენტი
About Product
საერთაშორისო დასახელება - progesterone
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ენდოკრინოლოგია → სასქესო ჰორმონების პრეპარატები → გესტაგენური პრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
რბილი კაფსულები პერორელური ან ვაგინალური გამოყენებისთვის #15
1 რბილი კაფსულა შეიცავს: მიკრონიზირებული პროგესტერონი 200მგ. დამხმარე ნივთიერებები: არაქისის ზეთი 298 მგ, სოიოს ლეიციტინი 2მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები: პროგესტ 200 არის მიკრონიზირებული პროგესტერონი, რომელიც ქიმიურად ენდოგენური პროგესტერონის იდენტურია და გამოიყენება პროგესტერონით ჩანაცვლებით თერაპიაში. პროგესტერონი ლიპოფილური ჰორმონია, დიფუზირდება უჯრედებში და უკავშირდება სპეციფიკურ რეცეპტორებს. ეს პროცესი მიმდინარეობს ქალის რეპროდუქციულ ტრაქტში, სარძევე ჯირკვლებში, ცნს-სა და ჰიპოფიზში. ციკლის ლუთეინის ფაზაში გამოყოფილი პროგესტერონი ხელს უწყობს ენდომეტრიუმის გადასვლას პროლიფერაციულიდან სეკრეტორულ ფაზაში, ხოლო განაყოფიერების შემდგომ იმ მდომარეობაში, რომელიც აუცილებელია კვერცხუჯრედის იმპლანტაციისა და განვითარებისთვის. ციკლის დასასრულს ჰორმონის დონის მკვეთრი დაქვეითება განაპირობებს მენსტრუაციის დაწყებას.
პროგესტერონი იწვევს ენდოცერვიკალური ჯირკვლების მიერ წებოვანი სეკრეტის გამოყოფას. ააქტიურებს სარძევე ჯირკვლების სეკრეტორული აცინუსების ზრდას და აინდუცირებს ლაქტაციას.
ეს ჰორმონი მნიშვნელოვანია ორსულობის შენარჩუნებისთვის, ვინაიდან ეწინააღმდეგება მენსტრუაციას, ამცირებს საშვილოსნოს კუმშვადობას.
პროტეინლიპაზას სტიმულირებით ზრდის ცხიმის მარაგს, ინსულინის კონცენტრაციის მომატებით ხელს უწყობს ღვიძლში გლიკოგენის დაგროვებას, ზრდის ჰიპოფიზში გონადოტროფული ჰორმონების გამოყოფას.

ჩვენებები: პროგესტერონის დეფიციტთან დაკავშირებული მდგომარეობები
პერორალური მიღებისთვის:
- ლუთეინური ფაზის უკმარისობა (პრემენსტრუალური სინდრომი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა გამოწვეული ოვულაციის დარღვევით ან ანოვულაციით,
ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია)
- მენოპაუზური ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია, პრემენოპაუზა (ესტროგენულ პრეპარატებთან კომბინაციაში ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის პრევენციის მიზნით)
ვაგინალური გამოყენებისთვის (თუმცა შესაძლებელია პერორალური მიღებაც):
- უნაყოფობა, გამოწვეული ლუთეინური უკმარისობით, ლუთეინური ფაზის შენარჩუნების მიზნით სპონტანური ან ინდუცირებული ციკლების დროს
- ლუთეინური ფაზის შენარჩუნება ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისთვის მომზადების დროს
- ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია პროგესტერონის დეფიციტის დროს (არაფუნქციური ან არარსებული საკვერცხე, ოოციტების დონაცია)
- თვითნებური აბორტის საშიშროება და ჩვეული აბორტების პრევენცია ლუთეინური უკმარისობით
- ნაადრევი მენოპაუზა

დოზირება და გამოყენების წესი: პროგესტ 200 გამოიყენების დოზა და ხანგრძლივობა განისაზღვრება ჩვენების მიხედვით. ერთჯერადი დოზა (პერორალური ან ვაგინალური) არ უნდა აღემატებოდეს 200მგ-ს. უმჯობესია მიღება ჭამის შემდგომ.
პერორალური მიღება:
- ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს (პრემენსტრუალური სინდრომი, ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია, არარეგულარული მენსტრუაცია, პრემენოპაუზა), თერაპიული რეჟიმი არის 200 ან 400 მგ დღეში. ჩვეულებრივ ციკლის მე-17 დღიდან 26-ე დღის ჩათვლით, მკურნალობის ხანგრძლივობა ერთ ციკლზე შეადგენს 10 დღეს .
- ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიისას მენოპაუზის მქონე ქალებში ინიშნება მიკრონიზირებული პროგესტერონის 200 მგ. ღამით ძილის წინ. 12-14 დღე ესტროგენის 28 დღიანი თერაპიული კურსის უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში.
ზემოთ მოცემული დანიშნულებისათვის შეიძლება ვაგინალური ფორმის გამოყენება პერორალური ფორმების დოზებით (გვერდითი მოვლენების გამოვლინების შემთხვევაში).

განსაკუთრებული მითითებანი:
კონტრაცეფციის მიზნით არ გამოიყენება.
პროგესტ 200-ის გამოყენება ორსულ ქალებში ნაჩვენებია ვაგინალურად, სიფრთხილით გამოიყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის ქოლესტაზის სიმპტომები ან ჰეპატოცელულარული დაავადება.
ყურადღება უნდა მიექცეს თრომბოზული დაავადების ადრეულ გამოვლინებებს (თრომბოფლებიტი, ინსულტი, ფილტვის ემბილია, ბადურას თრომბოზი). ასეთ შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
Show More
More Info
Brand
კატალენტი
Country
France
Generic
progesterone
Dose
200მგ
Form
კაფსულა
Quantity
15
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page