About Product
საერთაშორისო დასახელება - სოლიფენაცინის სუქცინატი
5მგ და 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
თერაპიული ჩვენებები
სოლიგეტი (სოლიფენაცინის სუქცინატი) გამოიყენება ჰიპერეაქტიური შარდის ბუშტის სამკურნალოდ, რომელიც ხასიათდება შარდის ძლიერი შეუკავებლობის, მოუთმენლობის, ხშირი მოშარდვის ან გახშირებული შარდდენის სიმპტომატიკით.
დოზირება და მიღების წესი
სოლიგეტის (სოლიფენაცინის სუქცინატი) ტანლეტი მიიღება მთლიანად, რომელიც უნდა გადაიყლაპოს სითხის მიყოლებით. იგი შეიძლება მივიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
მოზრდილები
სოლიგეტის (სოლიფენაცინის სუქცინატის) რეკომენდებული დოზაა - 5მგ დღეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში დოზა შესაძლოა გავზარდოთ 10მგ-მდე ერთხელ დღეში.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტები, როდესაც (ჩLჩღ>30მლ/წთ-ში) არ საჭიროებენ დოზის ცვლილებას, ხოლო თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთვევაში, როდესაც (ჩLჩღ<30მლ/წთ-ში) პაციენტებს უნდა ვუმკურნალოთ სიფრთხილით, მათ უნდა დაენიშნოთ სოლიფენაცინის სუქცინატი დოზით არა უმეტეს 5მგ დღეში.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ღვიძლის მსუბუქი დაზიანების დროს პაციენტები არ საჭიროებენ დოზის ცვლილებას, ხოლო ღვიძლის საშუალო დაზიანებების მქონე პაციენტებში (ჩაილდ პიუს მაჩვენებელი 7-9) სოლიფენაცინის სუქცინატი ინიშნება სიფრთხილით, არა უმეტეს 5მგ დღეში ერთხელ.
ციტოქრომ P4503A4-ის ძლიერი ინჰიბიტორები: ისეთი მედიკამენტებით მკურნალობის დროს როგორიცაა კეტოკონაზოლი და რიტონავირი, რომლებიც არიან ციტოქრომ P450-ის იზოენზიმ CYP3A4-ის მძლავრი ინჰიბიტორები, სოლიგეტის რეკომენდებული მაქსიმალური დოზაა 5მგ.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი: პირის სიმშრალე
ხშირი: ყაბზობა, გულისრევა, დისპეფსიური მოვლენები, მუცლის ტკივილი, ბუნდოვანი მხედველობა.
ნაკლებად ხშირი: გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი, ყელის სიმშრალე, საშარდე გზების ინფექციები, ცისტიტი, ძილიანობა, გემოვნების გაუკუღმართება, თვალების სიმშრალე, დაღლილობის შეგრძნება, პერიფერიული შეშუპება, ცხვირის სიმშრალე, კანის სიმშრალე, მოშარდვის პროცესის გართულება.
იშვიათი: მსხვილი ნაწლავის ობსტრუქცია, ფეკალური ინფექციები, შარდის შეკავება.
უკუჩვენება:
სოლიფენაცინის სუქცინატი უკუნაჩვენებია პაციენტებში რომელთაც Aაღენიშნებათ:
ჰიპერსენსიბილიზაცია პრეპარატში შემავალი ძირითადი ნივთიერების ან
მის ფორმულაში არსებული რომელიმე შემავსებლის მიმართ.
შარდის შეკავება
კუჭში შიგთავსის დაგუბება.
დახურულკუთხოვანი გლაუკომა.
ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევები (მიასთენია გრავის)
პაციენტები რომლებიც იტარებენ ჰემოდიალიზს.
ღვიძლისა და თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.
სოლიფენაცინის სუქცინატი არ ინიშნება ბავშვებში, რადგან არ არსებობს პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ დადგენილი მონაცემები.
Show More