Herba Bidendis 40gr
Herba Bidendis 40gr

Herba Bidendis 40gr

Georgia

ბადი
About Product
დასახელება - ორკბილას ბალახი

შემადგენლობა: ორკბილას ბალახი შეიცავს კაროტინოიდებს, ასკორბინის მჟავას, ფლავონოიდებს, კუმარინებს, პოლისაქარიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, მწარეებს, ლორწოს, მიკროელემენტებს.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის გარეგანი ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ორკბილას ბალახს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული, სიცხის დამწევი, შარდგამომყოფი მოქმედება.

გამოყენება მედიცინაში: გამოიყენება კანის ალერგიული დაავადებების (დიათეზი, ნეიროდერმა), ფსორიაზის დროს, სებორეას სამკურნალოდ და სხვა.

მომზადების წესი: 3 სუფრის კოვზს ნედლეულს ათავსებენ ემალირებულ ჭურჭელში, ასხამენ 400მლ (2 ჩაის ჭიქა) ადუღებულ წყალს, ახურავენ თავსახურს და აცხელებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგამენ, აციებენ და ფილტრავენ. დარჩენილ მასას წურავენ. მიღებულ ნაყენს უმატებენ ანადუღარ წყალს საწყისი მოცულობის (400მლ) მიღებამდე.

მიღების წესი: იღებენ 100-100გ 3-ჯერ დღეში ჭამის დროს, აბაზანისთვის ნაყენს განაზავებენ.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარეული საშუალების მიმართ, შინაგანი გამოყენებისას - ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: შესაძლებელია გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომპლექსში.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს, ამიტომ პრეპარატის გამოყენების წინ საჭიროა კონსულტაციის გავლა ექიმთან.

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას: არ ახდენს ზემოქმედებას.

ჭარბი დოზა:
მომატებული მგრძნობელობის დროს შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება (კანზე გამონაყარი და ქავილი). დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა შეწყვეტოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები: ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში ნედლეულის გამოყენება დაუშვებელია.
Show More
More Info
Brand
ბადი
Country
Georgia
Generic
bidens tripartita
Form
მცენარეული ნედლეული
Quantity
1
Volume
40გრ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page