ანტივირუსული სანთელი საბავშვო , ეხმარება ინფექციების სიმპტომების შემსუბუქებაში და უზრუნველყოფს უსაფრთხო გამოყენებას.
Acidum ribonucleinicum duplicatum
იმუნოლოგია → იმუნომოდულატორები → ინტერფერონები
აქტიური ნივთიერება:ლარიფანი – ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა (dsRNA) 4,0 მგ/სუპოზიტორია
სხვა ნივთიერებები:კაკაოს ცხიმი, ლანოლინი, ნატრიუმის ქლორიდი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, გამოხდილი წყალი.
ანტივირუსული საშუალება, იმუნომოდულატორი
სხვადასხვა ლოკალიზაციის რეციდივირებადი ჰერპეს ინფექციის მკურნალობა.
მეორადი იმუნოდეფიციტის კორექცია. ორგანიზმის ლოკალური და სისტემური დაცვითი ძალების გაძლიერება.
სუპოზიტორების გამოყენება მწვავე ვირუსული ინფექციების (მათ შორის რესპირატორული) პირველივე სიმპტომებისას აჩერებს დაავადების შემდგომ განვითარებას.
მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.
არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.
არ არის რეკომენდებული ჰერპეს ინფექციის მკურნალობის კურსი ორსულობის დროს.
ხორციელდება მკურნალობის კურსის სქემით: თითო კურსში 5 სუპოზიტორი – 1-ელ, მე-2, მე-6, მე-10 და მე-14 დღეს. ასეთი ორკვირიანი კურსები მეორდება 5-ჯერ. კურსებს შორის 4 კვირიანი ინტერვალი.
გრიპის დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე, განსაკუთრებით ვირუსული ინფექციების ეპიდემიის პერიოდში, რეკომენდებულია გამოვიყენოთ თითო სუპოზიტორი დღეში, ორი დღე მიყოლებით.
მიიღება თითო სუპოზიტორი კვირაში, 5 კვირის განმავლობაში.
დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.
თვალსაჩინო ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა.