ჩვენებები: ადაზალი მაღალეფექტური პოლივალენტური მოქმედების ანტიპარაზიტული პრეპარატია, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას არსებული ჰელმინთოზების უმრავლესობის სამკურნალოდ: ნემატოდოზები: - ასკარიდოზი, გამომწვევი Ascaris lumbricoides (მრგვალი ჭია); - ტრიქოცეფალოზი, გამომწვევი Trichocephalus trichiurus (თავგარსა); - ენტერობიოზი, გამომწვევი Enterobius vermicularis (მახვილა); - ანკილოსტომიდოზები, გამომწვევები Ancylostoma duodenale და Necator americanus; - ტრიქინელოზი, გამომწვევი Trichinella spiralis; - ტოქსოკაროზი, გამომწვევი Toxocara canis; სტრონგილოიდოზი, გამომწვევი Strongiloides stercoralis (ნაწლავის ჭია); ქსოვილოვანიცესტოდოზები: - ცისტიცერკოზი, გამომწვევი Taenia solium-ის (ლენტისებრი ჭია) ლარვის სტადია; - ღვიძლის, ფილტვების, პერიტონეუმის ჰიდატიდური ექინოკოკოზი, გამომწვევი Echinococus granulosus-ის ლარვის სტადია (ლენტისებრი ჭია); - დამხმარე საშუალების სახით ალვეოლური ექინოკოკოზის ქირურგიული მკურ-ნალობის დროს; - შერეული ინვაზიები, გამოწვეული ჰელმინთებით; - ლამბლიოზი, გამომწვევი Giardia lamblia.
უკუჩვენებები: - მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისა და ბენზიმიდაზოლის სხვა წარმოებულების მიმართ; - თვალის ბადურის პათოლოგიები; - ორსულობა; - ლაქტაციის პერიოდი (ძუძუთი კვება).
გვერდითი მოვლენები: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილები მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი და თავბუსრხვევა. დერმატოლოგიური რეაქციები: ქავილი, გამონაყარი კანზე და სხვა ალერგიული რეაქციები. სხვა: არტერიული წნევის მომატება, ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ცვლილებები.
მიღების წესი და დოზები: პრეპარატი მიიღება შიგნით, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. სპეციალური მომზადება და დიეტა საჭირო არ არის. პრეპარატის დოზის დადგენა ხდება ინდივიდუალურად, ინვაზიის სახეობისა და პაციენტის სხეულის წონის მიხედვით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 800 მგ. ასკარიდოზის, ტრიქოცეფალოზის დროს 60 კგ და მეტი სხეულის მასის მქონე პაციენტებს ადაზალი ენიშნებათ დოზით 400 მგ დღე-ღამეში ერთ ან 2 მიღებად; ხოლო 60 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტებს - 15 მგ/კგ დღე-ღამეში ორ მიღებად. ენტერობიოზის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 5 მგ/კგ სხეულის წონაზე ერთჯერადად. 14 დღის შემდეგ მკურნალობის კურსი უნდა განმეორდეს იმავე დოზითა და რეჟიმით. სტრონგილოიდოზის, ანკილოსტომიდოზის დროს ადაზალი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე ერთჯერ დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში. ერთი კვირის შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის განმეორება იმავე დოზით. ტრიქინელოზის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში 2 მიღებად 7-10 დღის განმავლობაში. ტოქსოკაროზის დროს ადაზალი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში 2 მიღებად ჭამის შემდეგ 10 დღის განმავლობაში. საჭიროა მკურნალობის კურსის განმეორება 14-30 დღიანი ინტერვალით. ჰიდატიდური ექინოკოკოზის დროს მკურნალობა მიმდინარეობს ნორმალური ლაბორატორიული მაჩვენებლების არსებობისას. ადაზალი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე 2-3 მიღებად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა - 28 დღიანი 3 ციკლი 14 დღიანი შესვენებებით ციკლებს შორის. ცისტიცერკოზის დროს ადაზალი ინიშნება დოზით 15 მგ/კგ წონაზე 3 მიღებად. კურსის ხანგრძლივობა 28-30 დღე. ლამბლიოზის დროს ადაზალი ინიშნება 400 მგ ერთჯერ დღე-ღამეში 5 დღის განმავლობაში.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს: ადაზალი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვება) პერიოდში.
შენახვის პირობები: ინახება 15-250C ტემპერატურის პირობებში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.