Vikazid tab 150+100mg #10

Vikazid tab 150+100mg #10

Georgia

ავერსი-რაციონალი
About Product
შემადგენლობა: 1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს: მებენდაზოლს-150მგ და პირანტელის პამოატს, 100მგ პირანტელის ეკვივალენტურს. დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ნატრიუმის ბენზოატი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.

ჩვენება: ვიკაზიდი გამოიყენება ჰელმინთოზების სამკურნალოდ: ენტერობიოზი: Enterobius vermiculari; ასკარიდოზი: scaris lumbricoides; ანკილოსტომიდოზი: Ancylostoma duodenale, Necator americanus; სტრონგილოიდოზი: Strongyloides srercoralis; ტრიქოცეფალოზი: Trichuris trchiura; ლენტისებრი ჭიები: Taenia spp., Taeniarhynchus saginatus, Echinococcus granulosus; შერეული ფორმები, გამოწვეული რამდენიმე ჰელმინთის კომბინაციით.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ. მიასთენიის მკურნალობის პროცესში პირანტელის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

მიღების წესი და დოზირება: პრეპარატი მიიღება შიგნით (პერორალურად). მოზრდილებსა და ბავშვებში (2 წელზე მეტი ასაკის ბავშვები): ენტერობიოზი: მოზრდილებსა და ბავშვებში ინიშნება 1 ტაბლეტი ერთჯერადად. ასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ანკილოსტომიდოზი და სტრონგილოიდოზი: 2 ტაბლეტი ერთჯერადად. მახვილათი, ანკილოსტომით და შერეული ფორმებით მძიმე ინვაზიის დროს ინიშნება 2 ტაბლეტი დღეში 3 დღის განმავლობაში. ლენტისებრი  ჭიებით ინვაზიის დროს-2 ტაბლეტი დღეში 6 დღის განმავლობაში.
განმეორებითი ინვაზიების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მკურნალობის კურსის გამეორება 2-4 კვირის შემდეგ იგივე დოზით. სასურველია ოჯახის ყველა წევრის ერთდროული მკურნალობა.

გვერდითი მოვლენები: მასიური ინვაზიისა და ჰელმინთების სწრაფი გამოდევნის დროს აღინიშნება ტკივილი მუცლის არეში და დიარეა, აგრეთვე გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება. ვიკაზიდის მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს იშვიათად აღინიშნება ნეიტროპენია.
გამონაყარი კანზე, ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: მებენდაზოლის   ციმეტიდინთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის გაძლიერება ღვიძლში მებენდაზოლის მეტაბოლიზმის ინჰიბირებისა და სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მომატების გამო.
კარბამაზეპინთან და ჰიდანტოინებთან კომბინირებისას შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის შესუსტება სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის შემცირების გამო. თეოფილინისა და პირანტელის ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია სისხლში თეოფილინის კონცენტრაციის მომატება. პიპერაზინის და პირანტელის ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია ამ უკანასკნელის მოქმედების შემცირება.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის დროს (განსაკუთრებით I ტრიმესტრში) ვიკაზიდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

გამოყენების თავისებურებები: ვიკაზიდით მკურნალობის პროცესში დიეტის დაცვა და საფაღარათო საშუალებების მიღება საჭირო არ არის. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათი ჭიებით ინვაზია სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს კვების პროცესსა და ფიზიკურ განვითარებაზე. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დისფუნქციისას. ვიკაზიდის ხანგრძლივი გამოყენებისას მაღალ დოზებში აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის სისტემატური კონტროლი. ენტერობიოზის მკურნალობის დროს რეკომენდებულია მთელი ოჯახის ერთდროული მკურნალობა. აუცილებელია პირადი ჰიგიენის მკაცრი დაცვა.

შეფუთვა: 10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, თითო კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

გამოშვების ფორმა: შემოუგარსავი ტაბლეტები, 150-100მგ.

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 30C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ  და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ავერსი-რაციონალი
Country
Georgia
Generic
mebendazole+pyrantel
Dose
150მგ+100მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
10
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page