ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სამკურნალო საშუალება იბუპროფენის მოქმედებით არის განპირობებული. კერძოდ, მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი სწრაფი და ეფექტური მოქმედება.
ჩვენება: თავის (შაკიკი, რევმატული) და სახსრების ტკივილი, კუნთებისა და ზურგის ტკივილი, ნევრალგიები, კბილის ტკივილი, მენსტრუალური ციკლის დროს არსებული ტკივილი, ანთებები, ცხელება, გაცივება და გრიპის სიმპტომები. დოზირებისა და მიღების რეჟიმი: მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში საწყისი დოზაა 2 დრაჟე. მიღება სასურველია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში ინიშნება 1 ან 2 დრაჟე 4-6 საათში ერთხელ. 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ექიმის კონსულტაციის გარეშე პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული. მიღებათა შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 6 სთ-ს. სასურველია ყველაზე მცირე ეფექტური დოზის გამოყენება. იმ შემთხვევაში, როდესაც დაავადების სიმპტომები შენარჩუნებულია 7 დღის განმავლობაში, ხოლო ცხელების - 3 დღეზე მეტხანს, საჭიროა ამის შესახებ ექიმის ინფორმირება.
უკუჩვენება: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; ასპირინთან ან სხვა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებთნ კომბინაცია; იბუპროფენის, ასპირინის და/ან სხვა ტკივილგამაყუჩებელი სამკურნალო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; ორსულობის ბოლო ტრიმესტრი; მხედველობის ნერვის დაავადება.
შენახვის პირობები და ვადა: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 250C-მდე ტემპერატურაზე.