Clodifen amp 75mg/3ml #5

Clodifen amp 75mg/3ml #5

Turkey

მეფარ ილაჩ
About Product
შემადგენლობა: თითოეული ამპულა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: ნატრიუმის დიკლოფენაკი 75 მგ. დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ბენზილის სპირტი, მანიტოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები. ძმარმჟავას წარმოებულები.

ჩვენებები: რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ბეხტერევის დაავადება, სპონდილოართრიტები, სპონდილო­ართროზები, ოსტეოართროზი; ტკივილის სინდრომი ხერხემლის მხრივ; სახსრის ირგვლივი რბილი ქსოვილების რევმატული დაავადებები; მწვავე პოდაგრული ართრიტი; ნევრალგია; პირველადი მენსტრუალური ციკლის დარღვევა, საშვილოსნოს და საშვილოსნოს მილების ანთება, ცხელება ლორ-ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს; ტრავმისა და ოპერაციის შემდგომი ტკივილი ანთებისა და შეშუპების თანხლებით; შაკიკი; თირკმლის და ნაღვლის კოლიკა.

დოზირება და მიღების წესი: დოზირებას და მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი დაავადების სიმძიმისა და თავისებურებების გათვალისწინებით. ხსნარი გამოიყენება ამპულის გახსნისთანავე. კუნთშიდა ინექცია - 75 მგ დღე-ღამეში დუნდულა კუნთის გარეთა ზედა კვადრანტში. მძიმე შემთხვევებში დოზა შესაძლოა გაიზარდოს 2 ინექციამდე, დღეში. ინექციებს შორის საჭიროა რამდენიმე საათიანი ინტერვალის დაცვა. საერთო სადღეღამისო დოზამ პირველ დღეს არ უნდა გადააჭარბოს 175 მგ-ს. ვენაში ინფუზია - არ შეიძლება ერთბაშად ხსნარის ვენაში შეშვება. პრეპარატი უნდა განზავდეს ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან ან დექსტროზას 5%-იან ხსნარში. არ შეიძლება ხსნარის გამოყენება თუ მასში შეიმჩნევა კრისტალები ან ნალექი. ზომიერი და მძიმე ოპერაციის შემდგომი ტკივილის სამკურნალოდ - 75 მგ უწყვეტად შეიყვანება ვენაში 30 წუთიდან 2 საათამდე. დოზა არ უნდა აღემატებოდეს 150 მგ ნებისმიერი 24 საათის განმავლობაში.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა დიკლოფენაკის ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ; კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; ოპერაციის შემდგომი სისხლდენების, სისხლის ჰიპოკოაგულაციის, ჰემოსტაზის და ჰემოპოეზის დარღვევების ან თავის ტვინის სისხლდენების განვითარების მაღალი რისკი; ოპერაციის შემდგომი ტკივილის მკურნალობა აორტოკორონარული შუნტირების შემდგომ; ორსულობის III ტრიმესტრი; 18 წლამდე ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია: არ გამოიყენება ორსულობის III ტრიმესტრში. I და II ტრიმესტრში პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს.

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
მეფარ ილაჩ
Country
Turkey
Generic
diclofenac
Dose
75მგ/3მლ
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
5
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page