Dolo-denk gel 10% 50gr #1

Dolo-denk gel 10% 50gr #1

Germany

დენკ ფარმა
About Product

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება არის ეტოფენამატი. 1 გრამი გელი შეიცავს 100მგ ეტოფენამატს. დამხმარე ნივთიერებები: პროპილენის გლიკოლი, კარბომერი, 2–პროპანოლი, მაკროგოლ გლიცეროლის კოკოატი, მაკროგოლ გლიცეროლის ჰიდროქსისტეარატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.

ჩვენება: დოლო-დენკ გელი გამოიყენება ადგილობრივად ტკივილის და ანთების შესამსუბუქებლად, რაც გამოწვეულია ძვალ-კუნთოვანი, სახსრების და რბილი ქსოვილების დაავადებებით. იგი გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად შემდეგ შემთხვევებში: ბლაგვი ტრავმით, მაგალითად სპორტული დაზიანებით გამოწვეული მყესების მწვავე დაჭიმულობის, გაგლეჯვის ან კიდურების კონტუზიის დროს. სახსრების (მაგალითად სახსრის აბგის, მყესის, იოგის ან სახსრის კაფსულის) ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ტკივილისასმაგალითად, დოლო-დენკის გელი შეიძლება გამოყენებულ იქნას კუნთოვანი რეუმატიზმის, კუნთოვანი დაჭიმულობისას მხარის მტკივნეული რიგიდობის დროს (მხარ-ბეჭის პერიართროპათია), ლუმბაგო, იშიალგია, ტენდოვაგინიტი, ბურსიტი. დოლო-დენკის გელი ასევე მსგავს ეფექტს ახდენს ძლიერი დაძაბულობით და ხერხემლისა და სახსრების ასაკობრივი დეგენერაციით გამოწვეული (ართროზი, სპონდილოზი) რბილი ქსოვილების მტკივნეული დაავადებების დროს.

უკუჩვენება: დოლო-დენკ გელი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: ჰიპერმგრძნობელობა ეტოფენამატის, ფლუფენამური მჟავას და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალების ან დოლო-დენკის გელში შემავალი სხვა ნივთიერებების მიმართ; ღია ჭრილობებზე, ანთებით ან ინფიცირებულ კანზე, ეგზემატოზური დაზიანებების დროს ან ლორწოვან გარსზე; ორსულობის ბოლო ტრიმესტრში; ბავშვებსა და ხანდაზმულებში; დოლო-დენკ გელი არ გამოიყენება ბავშვებსა და ხანდაზმულებში, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის შესახებ კლინიკური მონაცემები არასაკმარისია.

განსაკუთრებული სიფრთხილე დოლო-დენკ გელის გამოყენებისას: თუ პაციენტს აწუხებს ასთმა, ცხელება, ცხვირის პოლიპები, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები ან სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციები (განსაკუთრებით თუ დაკავშირებულია ალერგიული რინიტის მსგავს სიმტომებთან). ასევე თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგალითად კანის რეაქციები, ქავილი ან გამონაყარი, სხვა ნივთიერებების მიმართ. ყურადღება უნდა მიექცეს, რათა არ მოხვდეს დოლო-დენკ გელი თვალში. ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ბავშვები არ შეეხონ ხელით იმ მიდამოებს, სადაც პრეპარატი არის დატანილი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დოლო-დენკ გელის სწორად გამოყენების შემთხვევაში არ მოიპოვება სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების მონაცემები. უნდა ეცნობოს ექიმს, თუ პაციენტი ღებულობს ან უახლოეს წარსულში ღებულობდა რაიმე სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტის ჩათვლით.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობა: დოლო-დენკ გელი გამოიყენება ორსულობის მხოლოდ პირველ და მეორე ტრიმესტრში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. დოლო-დენკ გელი არ გამოიყენება ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, რადგან არ არის გამორიცხული დედისა და ბავშვის მდგომარეობის გართულება. ლაქტაცია: რადგან ეტოფენამატის მცირე რაოდენობა გადადის დედის რძეში, შესაბამისად არ არის სასურველი დოლო-დენკ გელის გამოყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და ასევე არ შეიძლება დღიური დოზის გადაჭარბება. იმისთვის, რომ არ მოხდეს ბავშვის მიერ პრეპარატის მიღება, ლაქტაციის პერიოდში მყოფმა დედამ არ უნდა წაისვას იგი მკერდზე.


დოლო-დენკ გელი-ს შენახვის წესი: ინახება გრილ ადგილას, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენება მუყაოს კოლოფზე ან ტუბზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

აღწერილობა და შეფუთვა: ღია ყვითელი ფერის, ოდნავ გაუმჭვირვალე გელი. 20გ ან 50გ გელი ტუბში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ში-პი-ემ. კონტრაქტ ფარმა გმბჰ კო.კგ, გერმანია.
Show More
More Info
Brand
დენკ ფარმა
Country
Germany
Generic
etofenamate
Dose
10%
Form
გელი
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
50გრ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page