Fastum gel 2.5% 50g tub.

Fastum gel 2.5% 50g tub.

Germany

ბერლინ-ჰემ მენარინი
About Product
საერთაშორისო დასახელება - ketoprofen
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის
ფასტუმ გელი შეიცავს სამკურნალო საშუალებას, რომელსაც ეწოდება კეტოპროფენი და მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს სახელწოდებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს). ეს პრეპარატები ამცირებს ანთებას და ტკივილის შეგრძნებას.
ფასტუმ გელი გამოიყენება ადგილობრივი მკურნალობისთვის კუნთების, ძვლების ან სახსრების რევმატული და ტრავმული წარმოშობის ტკივილის დროს, მაგალითად: დაჟეჟილობის, იოგების დაჭიმვის, კუნთების დაჭიმვის, კისრის კუნთების რიგიდულობის, ლუმბაგოს დროს.
ფასტუმ გელი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან.

პრეპარატ ფასტუმ გელის გამოყენების წესი.
ფასტუმ გელი გამოიყენება შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით:
• ტუბი: მოხსენით თავსახური და გახვრიტეთ ალუმინის მემბრანა თავსახურის მეორე მხარეს არსებული წვეტით.
• ტუმბოს ტიპის დოზატორი: პირველი გამოყენებისას რამდენჯერმე უნდა დააჭირეთ დოზატორის თავსახურს ან ტევადობის ძირს გელის გამოსვლამდე. რეკომენდებულია, გამოყენებისას დოზატორი გვეჭიროს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.

გამოსაყენებელი გელის რაოდენობა და მოხმარების სიხშირე
გამოუშვით ტუბიდან 5-10 სმ სიგრძის გელი ან 2 ჯერ დააჭირეთ ხელი დოზატორის თავსახურს (2 გრ). გელის მოცემული რაოდენობა წაუსვით დაზიანებულ ზედაპირზე 1-3 ჯერ დღეში.
ფასტუმ გელის გამოყენების წესი და ადგილები
• ფასტუმ გელი დანიშნულია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
• გაანაწილეთ გელი დაზიანებულ უბანზე მასაჟის მსუბუქი მოძრაობებით.
• წასმის შემდეგ მაშინვე დაიბანეთ ხელები.
• მიზანშეწონილი არ არის მოცემული სამკურნალო საშუალების ძალიან დიდი რაოდენობით გამოიყენება.
ფასტუმ გელის გამოყენების ხანგრძლივობა
ფასტუმ გელი გამოიყენება მხოლოდ ხანმოკლე სამკურნალო კურსებით.
იმ შემთხვევაში, თუ დაავადება პერიოდულად მწვავდება, ან შენიშნავთ რაიმე ცვლილებებს დაავადების მიმდინარეობისას, მიმართეთ ექიმს.
ფასტუმ გელის ძალიან დიდი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში
ფასტუმ გელის გარეგანი გამოყენებისას (კანზე) სისხლში ხვდება მისი ძალიან მცირე რაოდენობა, ამიტომ, ნაკლებადსავარაუდოა, რომ დოზის გადაჭარბებას თან ახლდეს რაიმე გამოვლენა.
მოცემულ პრეპარატთან დაკავშირებით რაიმე კითხვების შემთხვევაში კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
Show More
More Info
Brand
ბერლინ-ჰემ მენარინი
Country
Germany
Generic
ketoprofen
Dose
2.5%
Form
გელი
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
50გრ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page