Loxicam tab 8mg #10

Loxicam tab 8mg #10

Georgia

ბიოპოლუსი
About Product
საერთაშორისო დასახელება - lornoxicam
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის → ოქსიკამები
შემადგენლობა:
ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: 8 მგ ლორნოქსიკამს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, არასტეროიდები, ოქსიკამები

ჩვენებები
• სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის სინდრომის ხანმოკლე მკურნალობა;
•რევმატული დაავადებების სიმპტომური მკურნალობა (რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი, მაანკილიზებელი სპონდილიტი).
დოზირება და მიღების წესი
დოზირება
დოზირება შეირჩევა ინდივიდუალურად.
მწვავე ტკივილისას
დღიური დოზა შეადგენს 8-16 მგ ლორნოქსიკამი, გაყოფილი 2-3 მიღებაზე. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 16 მგ-ს. ბავშვებსა და მოზარდებში
არ არის რეკომენდებული ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.
ხანდაზმული პაციენტები
65 წლის ზევით პაციენტებისთვის დოზის კორექტირება არ არის საჭირო, თუ თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევები არ აღენიშნებათ. მიიღება სიფრთხილით ამ ასაკობრივ ჯგუფში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების მომატებული რისკის გამო.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში მიიღება მხოლოდ დღეში ერთხელ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში მიიღება მხოლოდ დღეში ერთხელ.
არასასურველი მოვლენების შემცირება შესაძლებელია მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენებით იმ უმოკლესი ხანგრძლივობით, რომელიც აუცილებელია სიმპტომების საკონტროლოდ.

მიღების წესი
ლოქსიკამი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მიიღება პერორალურად, საკმარისი ოდენობის სითხესთან ერთად.

უკუჩვენებები
• მომატებული მგრძნობელობა მომქმედი ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
• თრომბოციტოპენია;
• მომატებული მგრძნობელობა (ასთმის, რინიტის, ანგიოედემის ან ურტიკარიის სიმპტომების სახით) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (NSAID) მიმართ, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავის მიმართ;
• გულის მწვავე უკმარისობა;
• გასტროინტესტინალური სისხლდენა, ცერებროვასკულური სისხლჩაქცევა;
• გასტროინტესტინალური სისხლდენა, რომელიც უკავშირდება წარსულში ჩატარებულ NSAID თერაპიას;
• აქტიური ან რეციდიული პეპტიური წყლული/სისხლდენა (დადასტურებული წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი ეპიზოდი);
• ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
• თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (შრატში კრეატინინი > 700 მკმოლი/ლ);
•ორსულობა, ლაქტაცია.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა
უკუნაჩვენებია ორსულობის დროს, რადგან ორსულ ქალებში ლოქსიკამის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს.
ასევე არ გამოიყენება იმ ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.

ლაქტაცია
ქალის რძეში ლორნოქსიკამის ექსკრეციის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ამიტომ, ლოქსიკამი არ უნდა იქნას გამოყნებული მეძუძურ ქალებში.
Show More
More Info
Brand
ბიოპოლუსი
Country
Georgia
Generic
lornoxicam
Dose
8მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
10
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page