Nutricum tab #60

Nutricum tab #60

Italy

ვალუმედი
About Product
ხრტილოვან ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალება
საკვები დანამატი
შემადგენლობა: 1 აბი შეიცავს:
გლუკოზამინ სულფატი 500 მგ,
ქონდროიტინ სულფატი 25 მგმსმ (მეთილსულფონილმეთანი),
40 მგჰიდროლიზებული კოლაგენი, 30 მგ
ყვითელი კოჭას (Curcuma longa) მშრალი ექსტრაქტი, სტანდარტიზებული 95%-იან კურკუმინში 2 მგCurcumin app.1,9 მგ
მაგნიუმის ოქსიდი60 მგ
კალციუმის გლუკონატი 30 მგ
ვიტამინი B62 მგ
ვიტამინი D3200 სე (5 მკგ)

ფარმაკოლოგიური თვისებები: ნუტრიკუმი ქონდროპროტექტორია, რომელიც აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილს დესტრუქციას, ხელს უწყობს ხრტილის რეგენერაციას, აუმჯობესებს სახსრებისა და ხერხემლის სვეტის ფუნქციურ მაჩვენებელს. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ხრტილოვან ქსოვილში. ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით, ამცირებს: ტკივილს მოსვენებისა და დატვირთის დროს, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალების დანიშვის საჭიროებას.

გლუკოზამინი საჭიროა გლიკოზამინოგლიკანების საწარმოებლად. გლიკოზამინოგლიკანები სახსრების, ხრტილებისა და შემაერთებელი ქსოვილისთვის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია, რომლებიც უზრუნველყოფენ ხრტილის სტრუქტურულ მთლიანობასა და სიმტკიცეს. გლიკოზამინოგლიკანების კომპლექსი სინოვიალური სითხის მთავარი კომპონენტია, რომელიც ახორციელებს სახსრების გაპოხვას და განაპირობებს მათ თავისუფალ მოძრაობას. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს ტკივილს სახსრებში და ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენას, ანელებს დეგენერაციული პროცესების განვითარებას სახსრებში, ასტიმულირებს პროტეოგლიკანის სინთეზს, ამცირებენ სახსრების დამაზიანებელი ენზიმების აქტივობას. გლუკოზამინი უზრუნველყოფს სახსრების ნივთიერებათა ცვლის დარღვევებით, ინფექციურ-ალერგიული პროცესებითა და ტრავმებით გამოწვეული დაზიანებების აღმოფხვრას.

ქონდროიტინის სულფატი უზრუნველყოფს ხრტილოვანი ქსოვილის სიმტკიცესა და მდგრადობას, ანიჭებს მოქნილობასა და დრეკადობას, ხელს უშლის სახსრების გაუწყლოებას.

მეთილსულფონილმეთანი (მსმ) გოგირდის შემცველი ორგანული პროდუქტია, რომელიც მონაწილეობს კოლაგენის ბოჭკოვანი სტრუქტურის წარმოქნაში, რაც ხელს უწყობს ხრტილების და ძვლის ქსოვილების სწორ ფორმირებას.

ჰიდროლიზებული კოლაგენი ხელს უწყობს დაზიანებული ხრტილის რეგენერაციას.

ყვითელი კოჭა (კურკუმას მშრალი ექსტრაქტი) ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით ჰიდროკორტიზონის აცეტატის ან/და ინდომეტაცინის ანალოგიურია.

კალციუმი და მაგნიუმი აუცილებელი მიკროელემენტებია ძვლის ნორმალური სტრუქტურისა და ფუნქციის შესანარჩუნებლად.

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) არეგულირებსკალციუმისმეტაბოლიზმს - აადვილებს ნაწლავებში მის შეწოვას.

ჩვენებები:
ძვალ-სახსროვანი სისტემის ქრონიკული ანთებითი და დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები:
ოსტეოართროზი
მხარ-ბეჭის პერიართრიტი
ოსტეოქონდროზი
სპონდილოზი
ოსტეოპოროზი
ასაკობრივი ცვლილებები სახსრებში
ტრავმები, მოტეხილობები

მიღების წესი და დოზირება:
1 აბი დღეში, ჭამის შემდეგ.
დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
კურსის ხანგრძლივობა 2-3 თვე.
უკუჩვენებები: შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები: კურკუმინის შემცველი პროდუქტების გამოყენება ნაღვლის ბუშტის ობსტრუქციის არსებობისას უკუნაჩვენებია. სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში, რადგან კურკუმინი აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას.
გამოშვების ფორმა: #60 აბი ბლისტერზე
შენახვის წესები: ინახება 10-25C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისაგან დაცულ,
Show More
More Info
Brand
ვალუმედი
Country
Italy
Generic
glucosamine+chondroitine+MSM/methylsulfonilmethane/+colagen+curcuma+magnesium+calcium+vit B-6+vit D3
Form
ტაბლეტი
Quantity
60
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page