Vobemax tab #30

Vobemax tab #30

Italy

გრუპო ფარმაიმპრესა
About Product
შემადგენლობა: ტაბლეტი შეიცავს ცხოველურ და მცენარეულ ენზიმებს: ქიმოტრიფსინი (chymotrypsin) 80mg; ტრიფსინი (Trypsin) 80mg; პაპაინი (papain) 200mg.

ჩვენებები: ეფექტურად გამოიყენება ნებისმიერი ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული ანთებების დროს; ამცირებს შეშუპებას ტრავმის, ქირურგიული ჩარევის და დამწვრობის შემდგომ განვითარებული ანთებითი პროცესების დროს; ხსნის ლიმფოსტაზს; აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს და მიკროცირკულაციას. შესაბამისად, ხელს უწყობს ტოქსინების და ჰემატომების სწრაფ ელიმინაციას, აუმჯობესებს ქსოვილების კვებას; ამცირებს სხივურ, ქიმიო და ჰორმონალური თერაპიით გამოწვეულ გვერდით მოვლენებს; აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს; არეგულირებს ციტოკინურ სისტემას; აძლიერებს იმუნიტეტს ვირუსების (მათ შორის ზედა და ქვედა რესპირატორული გზების ინფექციების, ჰერპეს ზოსტერის, მარტივი ჰერპესის და სხვა) წინააღმდეგ.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების მიმართ; ჰემოფილია.

დოზირება: 1 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 1.5 საათის შემდეგ. დოზირებას და მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი დაავადების სიმწვავიდან გამომდინარე.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ჩვეულებრივ, პაციენტები კარგად იტანენ პრეპარატს. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს სიმძიმის შეგრძნება, განავლის ფერის და სუნის შეცვლა. ასეთ შემთხვევებში არ არის აუცილებელი პრეპარატის მიღების შეწყვეტა. დოზის დროებითი შემცირება, სწრაფად ხსნის აღნიშნულ გვერდით მოვლენებს. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან: სიფრთხილით მიიღეთ სისხლის გამათხელებლებთან ერთად.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: გრუპო ფარმაიმპრესა სრლ (GruppoFarmaImpresa srl), იტალია.
Show More
More Info
Brand
გრუპო ფარმაიმპრესა
Country
Italy
Generic
trypsine+chimotryphsine+papain
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page