/images/logo_en.svg
Anziodep caps #30

Anziodep caps #30

San Marino

ერბოზეტა

About Product
შემადგენლობა:

ორი კაფსულა შეიცავს: გრიფონია ... 300 მგ.
კალიფორნიული ყაყაჩო ............. 200 მგ.
ვითანია ……………………………………………….…… 100 მგ.
გლიცინი .......................................................................... 20 მგ.
ვიტამინი В6...................................................................... 2 მგ.
მაგნიუმის ოქსიდი
ფარმაკოლოგიური თვისებები: გრიფონია მდიდარია 5-ჰიდროქსი-ტრიფტოფანით (5-HTP). 5-HTP სეროტონინის წინამორბედია , რომელიც თავის ტვინის აუცილებელი ნეირომედიატორია. სეროტონინი არეგულირებს ძილს. მისი წარმოქმნის სტიმულაცია აუმჯობესებს ძილს, ამცირებს შფოთვას და მოუსვენრობას. კალიფორნიულ ყაყაჩოს აქვს სედაციური თვისებები, სასარგებლოა მოუსვენარი მდგომარეობების დროს. რეგულარული მიღების შემთხვევაში აადვილებს ჩაძინების პროცესს, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ხსნის შფოთვას და ამავე დროს არ აქვეითებს ყურადღებას. ვითანია (ინდური ჟენშენი) აქვს ანქსიოლიზური, სედაციური და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. ის აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს დაქვეითებული მეხსიერებისა და ყურადღების დეფიციტის დროს. გლიცინი ერთ-ერთი შემაკავებელი ნეირომედიატორია ცნს-ში. ხასიათდება სპაზმოლიზური თვისებებით. ამცირებს კუნთების მომატებულ ტონუსს.

გლიცინი ზრდის მელატონინის ბიოშეღწევადობას, რაც სასარგებლოა აგზნებადობის, შიშისა და უძილობის დროს. ხელს უწყობს მოდუნებას, ხსნის დაძაბულობას.

მაგნიუმი: აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას, აწესრიგებს გულის რითმს. მონაწილეობს კუნთების შეკუმშვაში;

ვიტამინი В6: მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერებისა და ცილების სინთეზში, რითაც აუმჯობესებს თავის ტვინში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს.

ჩვენებები: *ნევროზები; *ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია; *ყურადღების კონცენტრაციისა და მეხსიერების დაქვეითება; *ფიზიკური და გონებრივი გადაღლა (მენეჯერის სინდრომი); *ემოციური დაძაბულობა; *ძილის დარღვევა: უძილობა, რთულად ჩაძინება, ღამე გაღვიძების ეპიზოდები; *მენოპაუზის თანმხლები ნერვული და ემოციური დაძაბულობა; *პრემენსტრუალური სინდრომი;

დოზირება: მიიღება თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში, ჭამიდან 40 წუთის შემდეგ. ძილის მოსაწესრიგებლად მიიღეთ ერთი ტაბლეტი უშუალოდ ძილის წინ. ინიშნება 6 წლის ასაკიდან.

უკუჩვენებები: პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

გვერდითი მოვლენები: პროდუქტის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ არის დაფიქსირებული.

გაფრთხილება: შეინახეთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადამეტება არ შეიძლება. საკვები დანამატების გამოყენება არ შეიძლება დიეტის დროს, მრავალფეროვანი კვების ჩასანაცვლებლად.

შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ ადგილას, სითბოს წყაროსგან მოშორებით.

შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე.

გამოშვების ფორმა: კაფსულა #30. ანზიოდეპი® არ შეიცავს წებოვანას და ლაქტოზას.

საკვები დანამატი გაიცემა რეცეპტის გარეშე.




Share TwitCount Button
Show More
More Info
Brand
ერბოზეტა
Country
San Marino
Generic
trypthofan+eschcholtzia california+withania somnifera+glycini+vit B-6
Form
კაფსულა
Quantity
30
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat