/images/logo_en.svg
Betahistina normon tab 16mg #30
Betahistina normon tab 16mg #30

Betahistina normon tab 16mg #30

Spain

ლაბ. ნორმონი

About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: 16 მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური, უწყლო, პოვიდონი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, საღებავი ყვითელი მზის ჩასვლა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატები. თავბრუხვევის მოსახსნელი საშუალება. ბეტაჰისტინი.

ჩვენებები: მენიერის სინდრომი, რომელიც ხასიათდება სიმპტომების ტრიადით: თავბრუსხვევა, თანმხლები გულისრევითა და ღებინებით, ყურებში ხმაური და სმენის პროგრესირებადი დაქვეითება. ვესტიბულური თავბრუსხვევის სიმპტომური მკურნალობა.

დოზირება და მიღების წესი: მიიღება ნახევარი ტაბლეტი სამჯერ დღეში კვების დროს ან მისი დასრულებისთანავე. სადღეღამისო დოზა შეადგენს 8-24 მგ, გაყოფილი 2 ან 3 მიღებაზე. მკურნალობა ტარდება ხანგრძლივად, საუკეთესო შედეგი მიიღწევა რამოდენიმე თვის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები: გულისრევა, დისპეპსია, თავის ტკივილი, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის კვინკეს შეშუპება, გამონაყარი და ქავილი კანზე, ჭინჭრის ციება, მუცლის ტკივილი, შებერილობა.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ, ფეოქრომოციტომა, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, ბრონქული ასთმა, ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდი, 18 წლამდე ასაკი.ორსულობა და ლაქტაცია: არ ინიშნება ორსულობის დროს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ბეტაჰისტინის მიღებამდე აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ ახდენს გავლენას მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარებზე.

დოზის გადაჭარბება: სიმპტომები: გულისრევა, ძილიანობა, ზომიერად გამოხატული ტკივილი მუცლის არეში. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.

გარეგნული სახე და შეფუთვა: ღია ნარინჯისფერი, მრგვალი ტაბლეტები, ერთ მხარეს გამყოფი ღარით.
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედულ ალუმინის ფოლგის შეფუთვაში. 6 კონტურული უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება გრილ, ბნელ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ნორმონი
Country
Spain
Generic
betahistine dihydrochloride
Dose
16მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
We use cookies to improve your experience. You can opt out of certain cookies. Find out more in our
Cookie Policy
chat