Bioson tab #30

Bioson tab #30

Ukraine

ფარმა სტარტი
About Product
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: პასიფლორას (Passiflorae herba) მშრალი ექსტრაქტი 300მგ; დოქსილამინის ჰიდროგენ სუქცინატი 3.75მგ; დამხმარე ნივთიერებები: გლიცინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოპოვიდონი, კროსპოვიდონი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, შემომგარსველი საფარი Opadry II Blue (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლიეთილენგლიკოლი, ტალკი, ინდიგოკარმინი (E 132), ბრილიანტის ლურჯი (E 133), რკინის შავი ოქსიდი (E172).

ჩვენებები: პერიოდული და გარდამავალი უძილობა.

უკუჩვენებები: პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა; ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი; დახურულ-კუთხოვანი გლაუკომა პაციენტის ანამნეზში ან ოჯახურ ანამნეზში; ურეთრისა და პროსტატის მხრივი დარღვევები შარდის შეკავების რისკით.

გამოყენების მეთოდი და დოზები: მიიღება (შიგნიოთ) პერორალურად. რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი, საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე. პრეპარატი მიიღება დაძინებამდე 30 წუთით ადრე. ხანდაზმულ პაციენტებში და თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია დოზის შემცირება. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა-10 დღემდე. თუ სიმპტომები არ გაივლის, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. თუ უძილობა გრძელდება 5 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, უნდა მიემართოს კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს პრეპარატის შემდგომი გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ.გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ბავშვები: 15 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი, ამიტომ გამოყენება ამ კატეგორიის პაციენტებში რეკომენდებული არ არის.

ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: აუცილებელია ყურადღების მიქცევა დღის ძილიანობის წარმოშობის რისკის გამო, რომელიც შეიძლება განვითარდეს ამ პრეპარატის მიღებისას, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებიც მართავენ ავტომობილს ან მუშაობენ მექანიზმებთან.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან: სამკურნალო საშუალებები ცენტრალური ინჰიბიტორული ტიპის მოქმედებით აძლიერებენ ამ პრეპარატის ეფექტს. არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება ბენზოდიაზეპინებთან. პაციენტი უნდა ერიდოს დისულფირამთან ერთდროულად მიღებას. პრეპარატით მკურნალობისას არ უნდა მიიღონ ალკოჰოლური სასმელები. უნდა გათვალისწინებული იყოს დოქსილამინის კომბინაციები შემდეგ პრეპარატებთან: ატროპინი და ატროპინის მსგავსი სამკურნალო პრეპარატები (იმიპრამინული ანტიდეპრესანტები, ანტიქოლინერგული პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატები, ატროპინული სპაზმოლიზური პრეპარატები, დიზოპირამიდი, ფენოთიაზინური ნეიროლეპტიკები), ისეთი გვერდითი მოვლენების აღმოცენების გამო, როგორიცაა შარდის შეკავება, ყაბზობა, პირის სიმშრალე. სხვა ანტიდეპრესანტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, მორფინის წარმოებულები (ტკივილგამაყუჩებლები; ხველისა და ჩანაცვლებითი თერაპიისთვის გამოყენებული პრეპარატები), ნეიროლეპტიკები; ბარბიტურატები; ბენზოდიაზეპინები, ანქსიოლიტიკები; სედატიური ანტიდეპრესანტები (ამიტრიპტილინი, დოქსეპინი, მიანსერინი, მირტაზაპინი, ტრიმიპრამინი); სედატიური H1-ანტიჰისტამინური საშუალებები; ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიური საშუალებები, და სხვა (ბაკლოფენი, პიზოტიფენი, ტალიდომიდი) ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის გაძლიერების გამო.

აღწერა: ტაბლეტები მომრგვალო ფორმით და ორმხრივ-ამოზნექილი ზედაპირით, დაფარული ღია ცისფერიდან ლურჯამდე ფერის აპკიანი გარსით, სპეციფიკური სუნით. განივ ჭრილში მოჩანს ორი ფენა.

გამოშვების ფორმა: 10 ტაბლეტი ბლისტერში; 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის წესი: ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

სამკურნალო ფორმა: ტაბლეტები, დაფარული აპკიანი გარსით.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი-III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი შპს „ფარმა სტარტი“ , უკრაინა, კიევი.
Show More
More Info
Brand
ფარმა სტარტი
Country
Ukraine
Generic
doxylamine+passiflora
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page