Citizen plus tab 500mg #30
Citizen plus tab 500mg #30

Citizen plus tab 500mg #30

India

ლაბ. ზეე
About Product
საერთაშორისო დასახელება - citicoline
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → თავის ტვინის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი საშუალებები → ნოოტროპული პრეპარატები

შემადგენლობა
შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ციტიკოლინი (ნატრიუმის ციტიკოლინის ფორმით) 250 მგ ან 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, სალმანდი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპარდი® II თეთრი 85F18422 (პოლივინილის სპირტი ნაწილობრივად ჰიდროლიზირებული, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, სალმანდი).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოსტიმულატორები, ნოოტროპული საშუალება.

გამოყენების ჩვენება
-იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი;
-აღდგენითი პერიოდი იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის შემდეგ;
-ქალა-ტვინის ტრავმები, მწვავე და აღდგენითი პერიოდი;
-კოგნიტური დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.

გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი მიიღება შიგნით.
რეკომენდებული დოზა არის 500 მგ-დან 2000 მგ-მდე დღეში.
პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თავის ტვინის დაზიანების სიმძიმეზე და დგინდება ექიმის მიერ.
ხანდაზმული ასაკის პირებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

უკუჩვენება
-მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
-ვაგოტონია (ვეგეტატური ნერვული სისტემის პარასიმპათიკული ნაწილის ტონუსის სიჭარბე);

გვერდითი მოქმედება
გვერდითი ეფექტების სიხშირის ქვემოთ მითითებული პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგი სახით: ძალიან იშვიათი (< 1/10000)
ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრიდან: ძალიან იშვიათი – უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, აღგზნებადობა, ტრემორი, დაბუჟება პარალიზებულ კიდურებში.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან: ძალიან იშვიათი – გულისრევა, უმადობა, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის კლება.
ალერგიული რეაქციები: ძალიან იშვიათი – ქავილი, გამონაყარი, ანაფილაქსიური შოკი.
სხვა: ძალიან იშვიათი – ცხელების შეგრძნება, ხანმოკლე ჰიპოტენზიული მოქმედება, პარასიმპათიკული ნერვული სისტემის სტიმულაცია.

განსაკუთრებული მითითებები
ციტიკოლინმა შესაძლებელია გამოიწვიოს ასთმის შეტევა, განსაკუთრებით კი აცეტილსალიცილის მჟავაზე ალერგიის მქონე პაციენტებში.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე
ციტიკოლინი არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე. ცალკეულ შემთხვევებში, ცნს-ის მხრიდან განვითარებულმა გარკვეულმა გვერდითმა ეფექტებმა შესაძლებელია იმოქმედონ ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის პერიოდში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ მაშინ, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნისას საჭიროა ბუნებრივი კვების შეწყვეტის საკითხის განხილვა.
გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება მაშინ, როცა მოსალოდნელი თერაპიული სარგებელი აღემატება მოსალოდნელ რისკს. დოზირების რეჟიმი და ასაკი განისაზღვრება მკურნალო ექიმის მიერ ინდივიდუალურად.
ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ციტიკოლინი აძლიერებს ლევოდოპის ეფექტებს.
არ უნდა მოხდეს პრეპარატის გამოყენება მეკლოფენოქსატის შემცველ საშუალებებთან ერთად.
ციტიკოლინის გამოყენება შესაძლებელია სისხლდენის გასაჩერებელ საშუალებებთან, ქალაშიდა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან და ჩვეულებრივ პერფუზიულ სითხეებთან ერთად.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ზეე
Country
India
Generic
citicoline+coenzyme Q-10 /ubichinon/
Dose
500მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page