Cogniver tab 125mg #30

Cogniver tab 125mg #30

Georgia

ჯი-ემ-პი
cart discount
-
11.04
About Product
საერთაშორისო დასახელება - methylethylpiridinol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა

შემადგენლობა
კოგნივერის თითოეული ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - მეთილეთილპირიდინოლის სუქცინატის 125 მგ-ს;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მეთილცელულოზა, პოვიდონი K25, კალციუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კარტოფილის სახამებელი, ოპადრაი II ფერადი (პარტია 85F), თეთრი.
ოპადრაი II ფერადი (პარტია 85F), თეთრის შემადგენლობა: პოლივინილის სპირტი, ნაწილობრივ ჰიდროლიზებული; მაკროგოლი/პოლიეთილენგლიკოლი; ტალკი და ტიტანის დიოქსიდი.

მოქმედების მექანიზმი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი - სხვა სამკურნალწამლო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ.

ჩვენება
პრეპარატი ინიშნება კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში შემდეგ შემთხვევებში:
- ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების შემდგომი მდგომარეობები, მათ შორის, ტრანზიტორული იშემიური შეტევის შემდეგ, სუბკომპენსაციის ფაზაში პროფილაქტიკური კურსების სახით;
- სხვადასხვა გენეზის ენცეფალოპათიები (დისცირკულაციური, დისმეტაბოლური, პოსტტრავმული, შერეული ტიპის);
- ქალა-ტვინის მსუბუქი ტრავმა, ქალა-ტვინის ტრავმის შედეგები;
- მსუბუქი კოგნიტიური აშლილობები თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზური დაზიანების ფონზე;
- მდგომარეობები ანტიფსიქოზური საშუალებებით მწვავე ინტოქსიკაციის შემდეგ;
- შფოთვითი აშლილობები ნევროზული მდგომარეობების დროს;
- აბსტინენტური სინდრომი ალკოჰოლიზმის დროს.

უკუჩვენება
- ღვიძლის და/ან თირკმლების ფუნქციის მწვავე დარღვევები;
- მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალების მიმართ;
- ბავშვთა ასაკი 18 წლამდე;
- ორსულობა, ლაქტაცია.

დოზირება და მიღების წესი
პრეპარატი ინიშნება პერორალურად, შიგნით მისაღებად 250-500 მგ/დღე-ღამეში 2-3-ჯერ; მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 600-800 მგ. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2-6 კვირას; ალკოჰოლური აბსტინენციის კუპირებისთვის - 5-7 დღეს.
დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია, დაავადების სიმძიმის ხარისხის მიხედვით. მკურნალობის შეწყვეტა ხდება თანდათანობით, 2-3 დღის განმავლობაში დოზის შემცირებით.
თუ დაგავიწყდათ კოგნივერის მიღება, მიიღეთ ტაბლეტი რაც შეიძლება სწრაფად, სანამ არ დადგა მომდევნო დოზის მიღების დრო. თუ დადგა პრეპარატის მომდევნო დოზის მიღების დრო, ნუ მიიღებთ გამოტოვებულ დოზას. დაუშვებელია სამკურნალო საშუალების დოზირების გაორმაგება გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით! შემდგომში პრეპარატი გამოიყენება დოზირების რეკომენდებული რეჟიმის შესაბამისად.
არ შეწყვიტოთ კოგნივერის მიღება მკურნალ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე!

გვერდითი მოვლენები
გულისრევა, პირის სიმშრალე, დიარეა, ძილიანობა, ალერგიული რეაქციები; ხანგრძლივი გამოყენებისას - გულისრევა, მეტეორიზმი; ძილის დარღვევები (ძილიანობა ან ჩაძინების დარღვევა).
ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების ან იმ გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული პრეპარატის ინსტრუქციაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
Show More
More Info
Brand
ჯი-ემ-პი
Country
Georgia
Generic
ethylmethylhydroxypiridine /methylethyloiridinol/
Dose
125მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page