Glisait tab #30

Glisait tab #30

Poland

სენსილაბ პოლსკა
About Product
შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი შეიცავ აქტიური ნივთიერების სახით: 125 მგ გამა-ამინო-ერბომჟავა 125 მგ. L-გლუტამინი 100 მგ, 75 მგ გლიცინი, 500 მკგ ვიტამინი B6, 50 მკგ ფოლიუმის მჟავა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. კომბინირებული პრეპარატი. ნოოტროპული საშუალება.

ჩვენებები: თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები (თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ათეროსკლეროზი და ჰიპერტონული დაავადება); მეხსიერების, მეტყველების დარღვევა, ყურადღების დეფიციტის სინდრომი; ენდოგენური დეპრესია, გართულებული გონებრივი დისფუნქციით; დაბალი ინტელექტუალური ფუნქციები; თავის ტკივილი და თავბრუსხვევა; ინსულტის და თავის ტვინის ტრავმების შემდეგ პაციენტების მამოძრავებელი და ფსიქიკური აქტივობის გასაუმჯობესებლად; ძილის დარღვევა; ქრონიკული ცერებრალურ-სისხლძარღვოვანი ენცეფალოპათია და მეხსიერების დარღვევა, ყურადღების, მეტყველების დარღვევით, თავბრუსხვევით და თავის ტკივილით; ალკოჰოლური ენცეფალოპათიები და პოლინევრიტები; ზრდის და გონებრივი განვითარების ჩამორჩენა ბავშვებში; ბავშვთა ცერებრალური პარალიზი; კინეტოზის სიმპტომო-კომპლექსი (ზღვის დაავადება); ფსიქო-ემოციური დაძაბულობის მატება; პრედმენსტრუალური სინდრომი; კრუნჩხვითი სინდრომი და სხვა; ბავშვებში: ინფექციური (ჩირქოვან-სეპტიური პროცესები, პნევმონია) და სხვა დაავადებები (ადრეული ასაკის ბავშვების კომპლექსური თერაპია; ანემია, ჰიპოტროფია, რაქიტი და ალერგიული დიათეზი დასუსტებულ ბავშვებში; ჩვილი ბავშვების ნაადრევი გადაყვანა ხელოვნურ კვებაზე და კვება დონორის რძით).

დოზირება და მიღების წესი: მიიღება 1 ტაბლეტი კვების დროს, დღეში 2-ჯერ ან ექიმის რეკომენდაციით. ალკოჰოლური ენცეფალოპათიის და პოლინეიროპათიის დროს დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად. მკურნალობის კურსი 1-2 თვე. მიღების შემდგომი კურსისთვის საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები: გარდამავალი დისპეპსიური მოვლენები, არტერიული წნევის ცვალებადობა.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ; თირკმელების მწვავე უკმარისობა; ბავშვთა ასაკი (1 წლამდე); ორსულობა (I ტრიმესტრი);

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: აძლიერებს სამკურნალო საშუალებების ეფექტებს, რომლებიც აუმჯობესებენ ცნს-ის ფუნქციას. ბენზოდიაზეპინები ახდენენ მოქმედების პოტენცირებას.

განსაკუთრებული მითითებები: საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა პრეპარატი გლისაიტის გამოყენებისას პაციენტებში ლაბილური არტერიული წნევით მკურნალობის პირველ დღეებში, რადგან შესაძლებელია არტერიული წნევის მნიშვნელოვანი ცვალებადობა.

ორსულობა და ლაქტაცია: უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრში. ორსულობის II და III ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ჩვენებით და მკურნალი ექიმის კონტროლით. რეპარატი გლისაიტის გამოყენების დროს საჭიროა ბუნებრივი კვების შეწყვეტა.

ჭარბი დოზირება: სიმპტომები: ძლიერდება გვერდითი ეფექტები. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება.
Show More
More Info
Brand
სენსილაბ პოლსკა
Country
Poland
Generic
gamma-aminobutyric acid+glicine+L-glutamini+bioton+vit B-6+acidi folici
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page