Melaxamin caps #30

Melaxamin caps #30

Poland

გრანდ მედიკალი
About Product
მელაქსამინი

შემადგენლობა: 1 კაფსულა აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს: მელატონინი 3 მგ, L-გლიცინი 400 მგ; დამხმარე ნივთიერება: მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.

ჩვენებები: მელაქსამინი რეკომენდირებულია, როგორც დიეტური დამატება კვებით რაციონზე, პროფილაქტიკის მიზნით შემდეგი მდგომარეობებისას: გაძნელებული ჩაძინება; ღამით ხშირი გაღვიძება და ძილის ცირკადული რითმის დარღვევა; საათობრივი სარტყლის ცვლილებები ადაპტაციის მიზნით; სტრესული მდგომარეობები; ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დაზიანებები, მათ შორის კლიმაქტერული პერიოდი.

დოზირება და მიღების წესი: 1-2 კაფსულა დღეში, დაძინებამდე 30 წუთით ადრე. კაფსულა მიიღება მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით. გამოყენების წინ აუცილებელია ექიმის რეკომენდაცია.

გვერდითი მოვლენები: შესაძლოა ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები: პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; ორსულობა და ძუძუთი კვება.

ორსულობა და ლაქტაცია: უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

გარეგნული სახე და შეფუთვა: 15 კაფსულა ბლისტერზე, 2 ბლისტერი მუყაოს შეფუთვაში.

შენახვის პირობები: ინახება ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25? ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: გრანდ მედიქალ პოლანდ სპ. ზო. ო. ვარშავა, პოლონეთი.
Show More
More Info
Brand
გრანდ მედიკალი
Country
Poland
Generic
melatonin+L-glycine
Form
კაფსულა
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page