საერთაშორისო დასახელება: Phosphatidylcholine + Phosphatidylserine + L-Glycine + Inositol
შემადგენლობა:
- ფოსფატიდილქოლინი – 50 მგ
- ფოსფატიდილსერინი – 50 მგ
- L-გლიცინი – 50 მგ
- ინოზიტოლი – 50 მგ
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ფოსფატები, მიკროკრისტალური ცელულოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები.
ჩვენებები
- ინტელექტუალური შესაძლებლობების და მეხსიერების დაქვეითება;
- ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;
- ფსიქოემოციური სტრესი, დეპრესია;
- ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული პათოლოგია (დისცირკულატორული ენცეფალოპათია), თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი;
- თავის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება;
- თავის და ზურგის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა;
- სტრესულ სიტუაციებში ფსიქოემოციური დაძაბულობა (გამოცდების პერიოდში, კონფლიქტურ და სხვა სიტუაციებში), ყურადღების დეფიციტით განპირობებული დარღვევები;
- ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებების სხვადასხვა ფორმა, რომელიც მიმდინარეობს კოგნიტური და ინტელექტუალური ფუნქციების პროგრესირებადი მოშლით;
- გადატანილი ინფექციური დაავადებების რეაბილიტაციის პერიოდი;
- დამხმარე საშუალება ნეიროლეპტიკების აუტანლობისას;
- პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი;
- ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია);
- ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია;
- დიაბეტური რეტინოპათია.
გამოყენების წესი და დოზირება
1 კაფსულა ორჯერ ან სამჯერ დღეში.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
გვერდითი მოვლენები
ძალიან იშვიათად – დისპეფსიური და ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა.
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.