საერთაშორისო დასახელება - metadoxine კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალო საშუალებები
შემადგენლობა ერთი ტაბლეტი შეიცავს: აქტიურ ელემენტს: პირიდოქსინ L-2 პიროლიდონ 5- კარბოქსილატი (მეტადოქსინი) - 500 მგ. შემავსებლები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნუმის სტეარატი. ერთი 5 მლ ამპულა შეიცავს: აქტიურ ელემენტს: პირიდოქსინ L-2 პიროლიდონ 5- კარბოქსილატი (მეტადოქსინი) - 300 მგ. პრეპარატის შემადგენელი ნაწილებია: მეტაბისულფიდი, ნატრიუმის EDTA, მეთილ - p - ჰიდროქსიბენზოატი, აპიროგენული ორნახადი წყალი.
ჩვენებები - მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია; - ალკოჰოლური აბსტინენტური სინდრომი; - ქრონიკული ალკოჰოლიზმი; - ღვიძლის დაავადებების (განსაკუთრებით ალკოჰოლური ეტიოლოგიის) კომპლექსური თერაპია.
მიღების წესები და დოზები მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია: 300-600 მგ (5-10 მლ) კუნთქვეშ, ან 300-900 მგ (5-15 მლ) ვენაში, ინტოქსიკაციის დონიდან გამომდინარე. შიგნით შეყვანისას პრეპარატის აუცილებელი დოზა უნდა გაიხსნას ნატრიუმ ქლორიდის იზოტონური ხსნარის 500 მლ-ში ან დექსტროზის (გლუკოზის) 5% ხსნარში და შეყავთ წვეთოვნად 1,5 საათის განმავლობაში. ღვიძლის დაავადებებისა და ქრონიკული ალკოჰოლიზმის კომპლექსური თერაპია: ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ (1000 მგ) ჭამამდე 15-30 წუთით ადრე, დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 ტაბლეტამდე (1500 მგ) დღეში. თერაპიის კურსი -არაუმცირეს 90 დღისა. ალკოჰოლური აბსტინენტური სინდრომი: 900 მგ (15 მლ) ვენაში ინფუზიის სახით (იხ.ზემოთ) დღეში ერთხელ 3-7 დღის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. გვერდითი მოვლენები ალერგიული რეაქციები. პაციენტებში ბრონქიალური ასთმით შესაძლებელია ბრონქოსპაზმის განვითარება (წამლის ინექციის ფორმით გამოყენების შემთხვევაში).
უკუჩვენება - პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა; - ლაქტაციის პერიოდი; - ორსულობის პერიოდი; - არ უნდა დაენიშნოს ბავშვებს 14 წლამდე.
სიფრთხილით: სიფრთხილით ინიშნება პარკინსონის დაავადების შემთხვევაში, თუ ერთდროულად გამოიყენება ლევოდოპასთან ერთად, რადგან მეტადოქსინი ამცირებს მის ეფექტურობას. საინექციო ხსნარიანი ამპულები შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს. ამ ნივთიერებამ შეიძლება გამოიწვიოს (განსაკუთრებით მიდრეკილების არსებობის შემთხვევაში, განსაკუთრებით პაციენტებში ბრონქიალური ასთმით) ალერგიული რეაქციები ან ასთმის შეტევების გაძლიერება.