Nootromax tab #30

Nootromax tab #30

Italy

გრაიკარი
About Product
Nootromax
ნოოტრომაქსი
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: მაგნიუმი (Magnesio)-74მგ; გინკოს ფოთლები (Ginko foglie)-120მგ; ფოსფატიდილქოლინი (Fosfatidilcolina)-100მგ; ინოზიტოლი (Inositolo)-100; L-აცეტილ კარნიტინი (L-Acetil carnitine)-80მგ; დიმეთილგლიცინი (Dimetilglicina)-80მგ; ვიტამინი B2 (Vitamina B2)-1.4მგ; ვიტამინი B6 (Vitamina B6)-1.4მგ; ვიტამინი B1(Vitamina B1)-1.1მგ; ვიტამინი B12 (Vitamina B12)-25მკგ.

ჩვენებები: ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული პათოლოგია (დისცირკულატორული ენცეფალოპათია); თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი; თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება (ქალა-ტვინის და თავზურგტვინის ტრავმა, თავისა და ზურგის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა); პარკინსონისა და ალცჰეიმერის დაავადება, დემენცია, ძილის დარღვევა, ეპილეფსია; პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები; გონებრივი შრომისუნარიანობის მოსამატებლად; სტრესულ სიტუაციებში-ფსიქოემოციური დაძაბულობისას (გამოცდების პერიოდში, კონფლიქტურ და სხვა სახის სიტუაციებში), დარღვევები, რომლებიც განპირობებულია ყურადღების დეფიციტის არსებობით; ახალგაზრდა ასაკის პირებში მეხსიერების გაუმჯობესება; ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებების სხვადასხვა ფორმა, რომლებიც მიმდინარეობენ კოგნიტური და ინტელექტუალური ფუნქციების პროგრესირებადი მოშლით; გადატანილი ინფექციური დაავადებების რეაბილიტაციის პერიოდი; დამხმარე საშუალება ნეიროლეპტიკების აუტანლობისას;პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი; ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია); ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია; დიაბეტური რეტინოპათია.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაცია.

გვერდითი მოვლენები: ძალიან იშვიათად დისპეფსიური მოვლენები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ალერგიული რეაქციები.

გამოყენების წესი და დოზირება: პრეპარატი ინიშნება მოზრდილებში: 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ბავშვებში: 12 წლიდან 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი 1-3 თვე.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი # 30.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

შენეხვის ვადა: მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერებზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია: ,,შელბიფარმა” “Shelbypharma”, დიდი ბრიტანეთი.

მწარმოებელი: ,,გიკარ.ნეტ” “grikar.net”, იტალია.
Show More
More Info
Brand
გრაიკარი
Country
Italy
Generic
magnesium+ginkgo biloba+fosfaditilcolina+inozitolo+L-acetil carnitine+dimetilglicina+vit B-2+vit B-6+vit B-1+vit B-12
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page