საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის სედაციური საშუალება, რომელიც იმავდროულად ახდენს მაგნიუმისა და ვიტამინი B6-ის დეფიციტის შევსებას. ჩვენებები: უ მომატებული ნერვული აგზნებადობა; უ ნერვული დაძაბულობა; უ გაღიზიანებადობა; უ შფოთვა, დათრგუნვის შეგრძნება; უ შფოთვის შეტევების ფუნქციონალური გამოვლენა ჰიპერვენტილაციით; უ ადვილად დაღლა, ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობა, ასთენია; უ გახშირებული გულისცემა; უ ძილის დარღვევები, უძილობა, დეპრესიული მდგომარეობები; უ კუნთების ტკივილი და სპაზმი, კუჭ-ნაწლავის სპაზმი, ორსულებში საშვილოსნოს ტონუსის მომატება.
უკუჩვენება: პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.
გვერდითი მოქმედება: პრეპარატი ნოვარესტი ჩვეულებრივ ადვილად აიტანება ორგანიზმის მიერ. იშვიათად: ალერგიული რეაქციები, სისუსტე.
გამოყენების წესი და დოზირება: ნოვარესტი მიიღება პერორალურად, წყლის მიყოლებით. პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში 6 წლის ასაკიდან.
მომატებული ნერვული აგზნებადობის, ნერვული დაძაბულობის, გაღიზიანებადობის, შფოთვის, დათრგუნვის შეგრძნების დროს ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 3 ტაბლეტს. ძილის დარღვევების, უძილობის დროს ინიშნება 2 ტაბლეტი დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე.
გამოყენების თავისებურებანი: პრეპარატ ნოვარესტის გამოყენების ხანგრძლივობა შეზღუდული არაა. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ აბსტინენცია არ ვითარდება. პრეპარატის მიღების დროს რეკომენდებულია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.
გამოყენება ორსულობისა დალაქტაციის პერიოდში: ნოვარესტის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ნოვარესტი აძლიერებს საგულე გლიკოზიდების, ტრანკვილიზატორების, ცნს-ზე დამთრგუნველად მოქმედი ნივთიერებების, ალკოჰოლის მოქმედებას.